თბილისში დაჭრილი მოსწავლე გარდაიცვალა - შსს არასრულწლოვნების ჩხუბთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ხორავას ქუჩაზე, სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი ჩხუბის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ცივი იარაღით დაჭრეს ორი არასრულწლოვანი, რომელთაგან ერთი - საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო მეორე - მიყენებული ჭრილობის შედეგად, საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში მიმდინარე წლის 1 დეკემბერს, 14:10 საათზე შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის ჩხუბი მოხდა.
მიღებულ შეტყობინებაზე პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ოპერატიულად მივიდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დაჭრეს ორი არასრულწლოვანი, რომელთაგან ერთი - საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო მეორე - მიყენებული ჭრილობის შედეგად, საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები", - აცხადებენ შსს-ში.
http://www.ambebi.ge/samartali/217570-thbi...-avrcelebs.html "უცბად ატყდა ჩოჩქოლი... დავინახეთ, ბავშვი იყო სისხლიანი" - რას ყვებიან თვითმხილველები თბილისში მოზარდების დაჭრის ფაქტზე
თვითმხილველების განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად ორი მოზარდი დანით არის დაჭრილი, ხოლო მესამეს სავარაუდოდ თავი აქვს გატეხილი.
როგორც ხორავას ქუჩაზე მცხოვრებლების ნაწილი აცხადებს, ჩხუბში დაახლოებით 15-მდე ბავშვი მონაწილეობდა და მათი ნაწილი სავარაუდოდ 51-ე სკოლის მოსწავლეები არიან.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა ვაჩეიშვილის განცხადებით, ერთ-ერთი დაჭრილი სავარაუდოდ ადგილობრივია და ხორავას ქუჩაზე ცხოვრობს.
"გარჩევა იყო, ხმაურზე მეზობლებმა გამოვიხედეთ და დავინახეთ, რომ ბევრი ბავშვი იყო შეკრებილი. დავიწყეთ შეძახილები, რომ გაგვეშველებინა, თუმცა უცბად ატყდა ჩოჩქოლი, ჩავედით და დავინახეთ, რომ ბავშვი იყო სისხლიანი. ორი დაჭრილია და მესამეს როგორც ვიცი თავი აქვს გატეხილი", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ვაჩეიშვილმა.
ერთ-ერთი ადგილობრივის განცხადებით კი, მოზარდებმა ერთმანეთი ცივი იარაღით, დანებით დაჭრეს.
"ბავშვებმა იჩხუბეს და დანებით დაჭრეს ერთმანეთი. ბევრი ბავშვი იყო, დაახლოებით 10-15. ორია დაჭრილი. მესამეს თავი ჰქონდა გატეხილი, გარბოდა და ვინ წაიყვანა არ ვიცი", - განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა
http://www.ambebi.ge/samartali/217568-qucb...ris-faqtze.htmlრავი
რა გინდა დაწერო აბა

((
This post has been edited by Choncxis mzera on 1 Dec 2017, 16:29