საერთოდ სიტუაცია არის ძალიან კომიკური, ჩატარდა კონკურსი, გამარჯვებული გამოვლინდა ფეისბუქის ლაიკებით, გაიმარჯვა ყველაზე უარესმა, რეალურად ჩართული არ იყო არცერთი არქიტექტორი თუ რავიცი, ვინც ერკვევა ასეთ ამბებში, ამ პროექტის გამარჯვებულმა მიიღო საკომპენსაციო თანხა და პლიუს პროექტირებისას სადღაც მილიონზეა მგონი საუბარი.. ხოდა ეხლა რა ხდება, აიღეს ეს პროექტი და გადაიტანეს პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, ალბათ პატარა ბავშიც მიხვდება ეს რამხელა სისულელეა, არსებული პროექტი, რომელმაც გაიმარჯვა ( რა და როგორ ეგ ცალკე თემაა) მორგებული იყო იქაურ რელიეფს გარემოს და ასე შემდეგ, ეხლა ეს უნდათ რომ ააშენონ პოლიტკოვსკაიაზე უკვე

)) რა თქმა უნდა ეს პროექტი არ გამოდგება, უნდა გაკეთდეს ახალი, ისმის კითხვა, ვინც იმ რელიეფიდან გამომდინარე და ასე შემდეგ კონკურსში გაიმარჯვა, უნდა გააკეთონ თუ არა ისევ მათმა უკვე სხვა მისმართზე??? თუ კი, რატომ?? თუ არადა მაშინ ეს კონკურსი რატომ ჩატარდა და ამდენი თანხა რატომ გადაიყარა წყალში?
სიმამაცე ადვილია,როცა დაცულ დისტანციაზე იმყოფები. :)