თანაც აგრესიული.
ამგვარი ფანატიკოსებისთვის უტიფრობა და უხიაგობა ჩვეულებრივი ატრიბუტებია.
ფელტონიზმამდე მიდიან, ისე მოგაყენებენ შეურაცხყოფას და ისეთი ზიზღით წერენ,
თითქოს ესაა მათი „მიზანი, რომელიც სიცოცხლეზე მეტია“...
და იმაზე კი არ ამახვილებენ ყურადღებას, ვინ ჰყავდათ პრეზიდენტად, რა მოვლენა იყო, ვისი რა იყო...
პირად კეთილდღეობაზე გადარეულები წამდაუწუმ გვახსენებენ დენს, გაზს, ასფალტს, „ქუჩაში მშვიდად გასვლას“
და იმაზე კი არ საუბრობენ (სიკვდილივით უვლიან გარს), რის ფასად გვარდებოდა ეს ყველაფერი.
ჯერ ერთი, სპექტაკლითა და დაფინანსებით მოსული ტურბოდიზელი რომ ე რ ო ვ ნ უ ლ საქმეს არ გააკეთებდა,
თავიდანვე უნდა გვცოდნოდა, თუმცა იმ ფონზე, რაც თეთრუამ დატოვა, ძალიან ადვილი შესაძლებელი გახლდათ
„წარმატებული“ რეფორმების განხორციელება - რაც უფრო დაბალი დონეა, მით უფრო თვალშისაცემია ზრდა...
მაგრამ...
კანონის დარღვევებზე მელაპარაკებიან აქ, როცა მოსვლის დღიდანვე უკანონობებით დაიწყო თავისი მოღვაწეობა
მაგ უმუხრუჭო ექსპრესმა! თუნდაც სასამართლოს და განათლების რეფორმები გაიხსენეთ!
მიუხედავად თქვენსა და ზვიადისტებს შორის მსგავსებისა (ფანატიზმში), მაინც განსხვავდებით მათგან.
ზვიადისტები ეროვნულ ფასეულობებზე ამახვილებდნენ აქცენტს და არასდროს ცვლიდნენ ქვეყნის თვითმყოფადობას
ეკონომ. ზრდაში, დენში, გაზში და ასფალტში.
კაციშვილი არ ახსენებს მაგ მექანიკური კინდერის დანაშაულებს (და არა შეცდომებს, როგორც აქ უწოდებენ ზოგიერთები),
რომლებმაც სამუდამოდ დაგვასვა ყოველთვის წაგებული, დაკომპლექსებული ერის დაღი. არც ახლა სჯერათ, რომ ერთი დიდი
შეთანხმების საფუძველზე, გროსმაისტერულად გაუპრავა რუსეთს - რუსეთისა და დასავლეთს - დასავლეთისა. თუ კიდევ არ გჯერათ,
შეხედეთ, რა ხდება უკრაინაში. თუმცა რას დაინახავთ, თვალებზე მაგ 1001 ღამის მსხვერპლის ლიბრი გაქვთ გადაკრული ონლაინ რეჟიმში...
მშობლიური ქვეყნის ტერიტორიების დამკარგავი (21-ე საუკუნეში) რომ კიდევ ფორუმის თემა იქნება...
ახლა არ მითხრათ კიდევ, სცადა და არ გამოუვიდაო...