თბილისის მერია გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფისთვის 140 ათასლარიან ჯარიმას არ გააუქმებს თბილისის მერია დედაქალაქის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფისთვის დაკისრებული 140 ათასლარიანი ჯარიმის გაუქმებას არ აპირებს. ამის შესახებ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა თემურ ბოლოთაშვილმა თქვა. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.
"ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი, როგორც შემსყიდველის ინტერესი არ არის და ვერც იქნება ხელშეკრულების გაწყვეტა. ჩვენი ინტერესია, რომ მივიღოთ ხარისხიანი დოკუმენტი და კონკრეტული გეგმით დავიწყოთ ქალაქში არსებული პრობლემების მოგვარება.
რაც შეეხება ჯარიმის საკითხს, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულები ვიყავით დაგვეკისრებინა 140 ათასლარიანი ჯარიმა იქედან გამომდინარე, რომ მე-6, საბოლოო ეტაპზე დოკუმენტი მესამედ „დახარვეზდა“. ეს არ იყო ჩვენი სურვილი, ეს იყო ჩვენი ვალდებულება, რომ ჯარიმა დაგვეკისრებინა. ჯარიმის დაკისრება მოხდა კანონმდებლობის სრული დაცვით ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, რაც ჩვენს შორის იყო გაფორმებული.
ჩვენი ერთადერთი ინტერესია, მივიღოთ ხარისხიანი დოკუმენტი. აქედან გამომდინარე, იქამდე, ვიდრე არ იქნება ხარისხიანი დოკუმენტი მიღებული, არ მოხდება შემსყიდველის მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება.
დღეს, დღის განმავლობაში ველოდებით წარმოსადგენ დოკუმენტაციას. იმედი გვაქვს, ხარვეზები გამოსწორებული იქნება კონკრეტულად ტრანსპორტთან დაკავშირებით, განაშენიანებასთან და ზონის ცვლილებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ბოლოთაშვილმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ გეგმაზე მომუშავე ჯგუფმა „სითი ინსტიტუტ საქართველომ" მერიისგან დაკისრებული ჯარიმის გაუქმება მოითხოვა.
25 დეკემბერს თბილისის მერიამ გენგეგმის ჯგუფი 145 600 ლარით დააჯარიმა და ხარვეზების გამოსასწორებლად 10-დღიანი ვადა მისცა.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო. კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველო“ მერიის ყოფილმა ხელმძღვანელობამ კონკურსის წესით შეარჩია და ქალაქის მთავარი დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოყო.
თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტი, რომელიც 2030 წლამდეა გაწერილი, მერიას 18 ივნისს ჩაჰბარდა. მისი შემქმნელების თქმით, ეს დოკუმენტის სამუშაო ვერსიაა და მნიშვნელოვანია პროცესში მოქალაქეთა ჩართვა. თბილისის ახალარჩეული მერმა უკვე დასრულებული გენგეგმა თავიდან შესასწავლად სპეციალურ ჯგუფს
https://imedinews.ge/ge/saqartvelo/42785/tb...as-ar-gaauqmebs