გაიგეთ რომ ამ გადახსირებულმა თურქმა $50 ატასი გადაუხადა დაღუპულების ოჯახებს, საჯიშე ბიჭები დახოცეს და ამათ კაპიკები გადაუყარეს, ქვეყანა არ ვართ ჩვენ, მონატა ქვეყანაა საქარტველო, მაგდენიც რომ არ გადაეხადა ვინ არის ხმის ამომღები
გერმანელებს და სხვებს მილიონზე ნაკლებს არ გადაუხდიდნენ
არ უნდა დატანხმებულიყვნენ მარა ეს ჩვენში ხომ ვაჭრობად ითვლება და ანუ სირცხვილად
მთელი ცხოვრება უნდა უხადოს მაგ თუქრმა წესით ამათ ოჯახებს
სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ 10 ოჯახზე ერთჯერადი კომპენსაცია გაიცა
11:40 06-01-2018
სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ 10 ოჯახზე ერთჯერადი კომპენსაცია გაიცა სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ 10 ოჯახზე ერთჯერადი კომპენსაცია გაიცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სასტუმროს იურისტმა კახა წერეთელმა განუცხადა.
წერეთლის ინფორმაციით, ოჯახებთან მატერიალური კუთხით ზარალის ანაზღაურებაზე წერილობითი ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია, თუმცა ადვოკატი კომპენსაციის სახით გაცემულ თანხებს არ აკონკრეტებს.
„დავასრულეთ მოლაპარაკებები დაზარალებულებთან, კერძოდ 10 ოჯახთან, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან. წერილობითი შეთანხმებები გაფორმებულია, მატერიალური კუთხით ზარალის ანაზღაურებაზე. თანხების დასახელებისგან თავს შევიკავებ, თუმცა საუბარია როგორც ერთჯერად კომპენსაციაზე, ასევე გარდაცვლილთა შვილებზე სრულწლოვნობის მიღწევამდე, დახმარების გაცემაზე და ასევე მათი უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების შემთხვევაში, სწავლის თანხის ანაზღაურებაზე“, - განაცხადა კახა წერეთელმა.
გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულმა თითო ოჯახმა კომპენსაციის სახით 50 ათასი დოლარი მიიღო.
რაც შეეხება კიდევ ერთ დაზარალებულ ოჯახს, რომლის წევრები საქართველოს მოქალაქეები არ არიან, ადვოკატის ინფორმაციით, მოლაპარაკებები მათთანაც პრაქტიკულად დასრულებულია.
„პრაქტიკულად დასრულებულია მოლაპარაკება უცხოელთანაც, თუმცა დარჩენილია მცირე ტექნიკური საკითხები, რომლის მოგვარების შემდეგაც მოხდება ასევე მათთვის კომპენსაციის გაცემა“, - აღნიშნა კახა წერეთელმა.
ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი 2017 წლის 24 ნოემბერს გაჩნდა.
ხაძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქე იყო, ჰოსპიტალიზებული იყო 21 ადამიანი.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/218892-ql...-gadaecath.html This post has been edited by lexanna on 6 Jan 2018, 20:53
Do not argue with a fool. He will drag you down to his level and beat you with experience!
OPEN YOUR MIND, THINK WIDE ;-)