#51815978 · 11 Dec 2017, 12:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
axalirevolucia
QUOTE | ნებისმიერი სისტემა (მითუმეტეს ბრეჟნევის ზასტოიგამოვლილ საქართველოში) ლპება და ირყვნება. მიშა პირადად ამოწმებდა ყველა 100.000₾ ხარჯს და დედიმისიშვილი იყო ვინმე და მოეტეხა. სამინისტროებშიც ხშირად აწყობდა ღამის აბლავებს. შეყრიდა ღამის 12 სთზე სამინისტროს და 03სთმდე მიდიოდა წურვა. ამიტომაცაა რომ ქოცპროკურატურამ ვ ე რ ც ე რ თ ი მინისტრი/მოადგილე ვერ დაიჭირა წამლად რო ჭირდებოდა საჩვენებლად. არადა 9 წელში 50 მინისტრს და 500 მოადგილეს ბიუჯეტი ჯერადობით ეზრდებოდა და ფულის მოტეხვა საქმეს „არ შეეტყობოდა“. მართლა ბულდოგი იყო კორუფციის მიმართ. |
საშუალო და დაბალ დონეზე სისტემა ააწყო ანტიკორუფციული, რაც მუშაობს დღესაც. ამაში ხუთიანს ვუწერ და მადლობას ვუხდი. მაღალ დონეზე პირადი კონტროლი არაფერში მაინტერესებს - სისტემა მჭირდება, რომელიც გამოავლენს კორუფციონერს და დასჯის. ასეთი სისტემა მარტო საშუალო და დაბალი დონისთვის შეიქმნა და არა ზედა ფენისთვის - ზევით რუჩნოიზე იმართებოდა და ამში ორიანს ან სამიანს თუ დავუწერ.
QUOTE | ნაყოფია და კეზერა სხვადასხვა ოპერებია. |
არ მაინტერესებს ოპერები და მიზეზები, ფაქტია კეზერა მიშას ხელში გამდიდრდა ჩინოვნიკობა-ბიზნესმენობაში. მან მიიღო ლატარიის კომპანიის ლიცენზია პირდაპირი წესით. ეს არ არის კორუფცია და ოლიგარქობა?
QUOTE | ვიზიონერობაში რა იგულისხმება, შეგიძლია გამარკვიო? |
ვიზიონერობა ანუ ხედვა როგორი უნდა იყოს სამყარო და ქვეყანა.
--------------------
beHigh
|