Amiran Salukvadze
2 ч. ·
ყაზახეთთან დაკავშირებით გადავხედე დაწერილ მოსაზრებებს, შეფასებებს. რამდენიმე თეზისით გამოვეხმაურები აქაურ ჟრიამულსაც და იქაურ პროცესებსაც.
=ოღონდ სადმე მასობრივი გამოსვლები დაინახონ და ნაცმოძრაობა ეგრევე აწუწუნდება ხოლმე: ყველამ მოახერხა და ჩვენ რა გვჭირსო?!
=სულ ახლახანს სომხეთის შეშურდათ, მანამდე ბელარუსის, ახლა კი ყაზახეთს მისტირიან. ერთმა "ყოფილმა" ნაციონალმა "ყაზახებმაც კი მოახერხესო", ყაზახებმა-ც-ო. როგორ იყო ელჩი, საკვირველია?!
=მოკლედ, ვისაც არ დაეზარა, ვისაც მიტინგები მოენატრა, ყველა წერს. ოღონდ, ტიკტოკის ანალიზს ვერ გასცდნენ. სანამ ჩააანალიზებთ, იქნებ უფრო სერიოზული წყაროები გადაიკითხოთ?! არ შეიძლება იყო ყველაფრის, ყველა რეგიონის, ყველა ქვეყნის სპეციალისტი.
=ასევე, სანამ ყაზახეთს მიბაძავთ, არ გამოგრჩეთ მანქანების გადაწვა, პოლიციის განიარაღება და ქაოსი, რაც იქ ხდება.
=ძალიან პრიმიტიულად უნდა აფასებდე ვითარებას რომ დაიჯერო, თითქოს თხევად გაზზე ფასების გაზრდას, რაც მთელ ევროპაში ხდება, მოჰყვა მასობრივი გამოსვლები.
=გაეცანით რა ხდება ყაზახეთში ცხოვრების დონის, ადამიანის უფლებების, ადამიანთა წამების, უკანონო დაკავებების, მედიის და სიტყვის თავისუფლების, კორუფციის, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის და სხვა მხრივ.
=როცა ამ საკითხებს თუნდაც ზედაპირულად გაეცნობით და ასევე ზედაპირულად შეაფასებთ, ოდნავი წარმოდგენა მაინც შეგექმნებათ როგორი ნიადაგია მსგავსი აფეთქებებისთვის.
=ასევე უნდა გაეცნოთ გარე აქტორების ინტერესებსაც. ის რომ ყაზახეთში იკვეთება სულ მცირე რუსეთის, ამერიკის, ჩინეთის და თურქეთის ინტერესები, უცხო არ უნდა იყოს.
=ისიც გაითვალისწინეთ, რომ მოქალაქეები ისეთ უკიდურეს ზომებზე, როგორიცაა სახელმწიფო შენობების შტურმი, პოლიციელებზე თავდასხმა და მათი განიარაღება, ავტომობილების გადაწვა და საკუთრების დაზიანების სხვა ფორმები, მიდიან ან ანგარების გამო, ან უკიდურესად მძიმე სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე. ამ დროს ადამიანები შედეგებზე არ ფიქრობენ.
=ასე რომ. თხევად გაზზე ფასების ზრდა შესაძლოა ყოფილიყო მასობრივი პროტესტის გამოწვევის მხოლოდ საბაბი, დეტონატორი.
=პრეზიდენტი ტოკაევი ერთი მხრივ მთავრობას ითხოვს, მეორე მხრივ მოსახლეობას ემუქრება, რაც შეცდომაა. მისმა გამოსვლამ არ დამიტოვა ისეთი შთაბეჭდილება, რომ გააზრებული ჰქონდეს პროცესების შემდგომი განვითარება.
=ჯერ-ჯერობით არ ჩანს გარე აქტორთა ღია პოზიციები. დიდი ალბათობით მოსალოდნელია რუსეთის მხრიდან ყაზახეთის ხელისუფლების გადარჩენის ოპერაცია, ბელარუსის მსგავსად. ამისათვის ჯერ საჭიროა ადგილობრივი ხწლისუფლება დაღუპვის საშიშროების წინაშე დადგეს, რათა გარე დახმარების ფასი აიწიოს