დაახლოებით ეგეთი ტექსტით გამოვიდა შალვა რამიშვილი "არ აგარევინებთო"
აწყობილი აქვს რამიშვილს, გრეჩიხას, კობახიძეს და მისთანებს ცხოვრება და ეგენი თუ კმაყოფილი არიან ანუ სხვებიც კმაყოფილი როგორ არ არიან, რა უცნაურია?!
კონსულტანტი რომ მუშაობს მაღაზიაში რამდენი აქვს ხელფასი და როგორი სამუშაო გრაფიკი აქვს შეუძლია ორ სამსახურში მუშაობა?
300 ლარი რომ აქვს ხელფასი ამითი არიან კმაყოფილები?
თუ განვადებებს რომ იძლევიან ბანკის ოპერატორები რამდენი აქვთ მაგათ ხელფასი 250 ჰქონდათ ბოლოს როგორც მახსოვს.
პირადად შენ რომ კარგად ხარ ეს იმას არ ნიშნავს რომ ხალხს არ შია
და პირადად შენი რომ კარგად ხარ ეს იმას არ ნიშნავს რომ სხვების გაჭირვება უნდა დაიკიდო!
უნდა გეცოდებოდეს მაინც ამდენი გაუბედურებული ადამიანი რესტორნიდან რომ გამოდიხარ და ხურდას რომ ჩაუყრი თან უნდა გებრალებოდეს მაინც, და უნდა გინდოდეს რომ "მოყვასს რამე არგო".
ხურდას კი არ უნდა უგდებდე მათოხვარს, იმის საშუალება უნდა მისცე რომ თვითონ შეინახოს თავი და არ იმათხოვროს.
რამმდენია უმუშევრობის პროცენტი საქართველოში და რამდენი იყო 2012 წლამდე
რადენს გაუჭირდა უფრო მეტად ოცნების პერიოდში ვიდრე მანამდე უჭირდათ?
მაგრამ არ გაინტერესებთ სხვისი ჭირი
თქვენს კეთილდღეობას არ აარევინებთ არავის
თქვენი კეთილდღეობის არევა გეშინიათ თორემ ქვეყანა დიდი ხანია არეულია
მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაციამ დაბლოკა საქართველო და ხელბურთის ჩემპიონატის მასპინძლობაზე უარი ვთქვით და რამდენი ჩამოვთვალო კიდევ?!
იმიტომ რომ უუნაროა ქართული ოცნება!
მავნე კი არ არის პროსტა არაფერის უნარი არა აქვს ქართულ ოცნებას
ჩვეულებრივი გაუნათლებელი არაპროფესიონალი ადამიანებით დაკომპლექტებული ბრბოა
და რატო ვითმენთ ქართველი ხალხი ამდენი ხანი ამას ვერ ვიგებ
საწვავი 20% გაიაფდა მსოფლიოში საქარყველოში კიმიშას ერთი ლარი მიჰქონდაო ჯიბეში
ეხლა რამდენი მიაქვს ქართულ ოცნებაში ჯიბეში ორი?
აბსოლუტურად ყველაფერი გააფუჭა ქართულმა ოცნებამ
უარესი გააკეთა ვიდრე იყო
ბევრად უარესი
მაგრამ არა უშავს დამფინანსებელი რომ შეგიწყვიტავთ ქართული ოცნების წევრებს დაფინანსებას მერე მოეგებით გონს
მთავარია მერე ისე გვიან არ იყოს რომ საქართველოში მიწურებში ცხოვრობდეს ხალხი როგორც რუსეთში
და ქართველი ჯარისკაცები რუსებთან ერთად უნიტაზებს იპარავდნენ სხვის ომში
აი იმ ომში "ომი რომ არ გვინდაო"
როგორც ოსი "აბა ომი გინდათ" სეპარატისტები გამორბოდნენ უკრაინიდან
ეგრე გამოვიქცევით ქართველებიც მალე "ერთმორწმუნე" რუსეთის მიერ წარმოებულ ომებში