ისრაელის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინსტიტუტის პრეზიდენტმა აბრაამ შმულევიჩმა განაცხადა, რომ საერთაშორისო არენაზე საქართველოს ისრაელისგან არანაირი მხარდაჭერა აღარ ექნება.
"საქართველოს ხელისუფლებამ მკვეთრი უარყოფითი რეაგირება მოახდინა ქართველი პარლამენტარის შოთა შალელაშვილის თხოვნის მიმართ, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ცნობილიყო. ჩვენს ქვეყნებს არავითარი ურთიერთვალდებულება არ გააჩნია. თუ საქართველოს სურს, მხოლოდ პრაგმატული თვალსაზრისით იმოქმედოს ებრაელი ხალხის ესოდენ მნიშვნელოვან საკითხზე და ელოდოს თავის "პარტნიორების" გადაწყვეტილებებს, ებრაელი ხალხის დაწყევლილი მტრების -ირანის და თურქეთის ნაბიჯებს, მისი ნებაა, ჩვენც იგივეს მოვიმოქმედებთ.
არანაირი უსიტყვო მხარდაჭერა საქართველოს საერთაშორისო არენაზე ისრაელის მხრიდან, თუნდაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხში აღარ ექნება. რუსეთი ადრე თუ გვიან გადაწყვეტს საქართველოს ჩაყლაპვას და ეს ისრაელის თავისტკივილი აღარ იქნება.
იერუსალიმი უზენაესის ნებით და დავით წინასწარმეტყველის ძალისხმევით სამი ათასი წლის წინ გახდა ისარაელის დედაქალაქი. თუ ქართველებამდე ეს ფაქტი ჯერ არ მოსულა და ბედუინების ბანაკში ურჩევნიათ ყოფნა მათი ნებაა. ქართველებს ჰქონდათ შანსი, მაგრამ არ გამოიყენეს ეს უფლება. ამიერდან ჩვენი გზები გაიყარა", - დაწერა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ებრაელმა პოლიტოლოგმა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 6 დეკემბერს მიიღო ოფიციალური გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების და იქ აშშ-ს საელჩოს გადატანის შესახებ. ტრამპის გადაწყვეტილების საპირისპიროდ, მსოფლიოს მუსულმანური ქვეყნების თითქმის ყველა დედაქალაქში ფართომასშტაბიანი გამოსვლები დაიწყო.
ოფიციალური თბილისმა არ გაითვალისწინა უმრავლესობის დეპუტატ შოთა შალელაშვილის და ისრაელის სავაჭრო პალატის თავმჯდომარის იციკ მოშეს მიმართვა, საქართველოს პრემიერის განცხადებით, ისინი გააგრძელებენ კონსულტაციებს ასეთი ტიპის მგძნობიერე თემასთან დაკავშირებით და დაელოდებიან პარტნიორი ქვეყნების ქმედებებს ამ მიმართულებით.
http://www.info9.ge/politika/184510-israel...html?lang=ka-GEესეც ჩვენი 25 საუკუნუვანი '' მეგობრობა ''
ჩვენც აბაროტი მივცეთ და პალესტინის დამოუკიდებლობა ვაღიაროთ