ბიტკოინის მოპოვებით საქართველო მსოფლიო სამეულშია
საქართველო ბიტკოინის მომპოვებელი ე.წ. მაინერების რაოდენობით, ჩინეთთან და აშშ-სთან ერთად, მსოფლიო სამეულში შედის. ამის შესახებ on.ge ტრეიდინგ-პლატფორმა IQ Option-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბიტკოინის მაინერი კომპანიები ისეთ ქვეყნებშია თავმოყრილი, რომლებშიც ტექნოლოგიები ძალიან განვითარებულია, ელექტროენერგია კი - იაფი.
საქართველოში დაფუძნებული BitFury ბიტკოინის მაინინგის ბიზნეს სეგმენტში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოთამაშე და ბლოკჩეინის ტექნოლოგიების მოწინავე კომპანიაა. ის, ასევე, არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული კერძო პროვაიდერი ბლოკჩეინის ეკოსისტემაში. IQ Option-ის ცნობით, 2016 წელს, BitFury ბიტკოინების დაახლოებით 15%-ს მოიპოვებდა.
ჩინეთი ბიტკოინების მაინინგითა და ექსპორტით პირველ ადგილზეა. ეს პოზიცია ქვეყანაში ელექტროენერგიის დაბალმა ფასმა განაპირობა. ბიტკოინის მომპოვებელი მსოფლიოს უდიდესი კომპანიები ძირითადად ჩინეთში არიან დაფუძნებულნი.
კომპანია 21 Inc.-ის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიტკოინის მომპოვებელი კომპანიის სამშობლო აშშ, მაინინგით მსოფლიოში მოწინავე პოზიციას იკავებს. კალიფორნიაში დაფუძნებული 21 Inc. 2016 წელს, IQ Option-ის ცნობით, ბიტკოინების 3%-ს მოიპოვებდა.
IQ Option-ის ინფორმაციით, ბიტკოინების დაახლოებით მხოლოდ 20 პროცენტის მომპოვებელი პატარა კომპანიები არ მდებარეობს ზემოთჩამოთვლილ ქვეყნებში.
ბიტკოინის მოპოვება, ე.წ. მაინინგი არის პროცესი, რომელიც ერთდროულად ამატებს ტრანზაქციებს კრიპტოვალუტის ბლოკჩეინში და ასევე სისტემაში ახალ ბიტკოინებს გამოიმუშავებს. კრიპტოვალუტის მაინინგი კომპიუტერის მიერ მისთვის მიცემული "ამოცანების ამოხსნით", მათი გამოთვლით ხდება.
ნაწილი მესამე
ბიტკოინი - გლობალური ტალღა (ნაწილი მეორე) This post has been edited by kardinali100 on 16 Dec 2017, 01:47