რამდენიმე რჩევას დავწერ იმათთვის ვინც ახლა აპირებთ ყიდვას, დიდი ილუზიები რომ არ გქონდეთ:ბიტკოინის 2-3 წლის მაქსიმუმი იქნება $100 000, ამიტომ ვისაც გგონიათ, რომ დღეს ჩადებთ 100 დოლარს და ხვალ მილიონერი გახდებით ტყუილად ნუ იქმნით ილუზიებს. ყველაზე კარგი ბიტკოინის შემთხვევაში არის ასეთი რაღაც: თუ გაქვთ თავისუფალი ფული იყიდეთ ბიტკოინი, დაივიწყეთ 2-3 წლით და 2-3 წელიწადში გაყიდით 6-ჯერ მეტად. ჩადებთ $1 500 და გაყიდით $10 000. მშვენიერი შემოსავალია, მაგრამ მეტის იმედი არ გქონდეთ.
ლაითკოინის 2-3 წლის მაქსიმუმი დღევანდელი 300 დოლარიდან 1 500 დოლარია.
Dogecoin - ნაგავია, რომლის მაინინგი შეუზღუდავად შეიძლება, ამიტომ ძვირი არასდროს არ ეღირება და სულ ასეთი ნაგავი იქნება
აი რაც შეეხება რიპლის, რიპლი არ არის კრიპტოვალუტა, აბსოლუტურად სხვა სისტემაა და სხვა მიზანს ისახავს ის. იმდენი ნიუანსია, რომ მეზარება მაგაზე წერა, ვისაც რიპლი გაინტერესებთ და რუსული იცით, აი რიპლის ერთ-ერთი შემქმნელის ინტერვიუ წაიკითხეთ:
http://blogerator.org/page/ripple-kriptoek...-ripl-bitcoin-1ვისაც გეზარებათ წაკითხვა მოკლე ამონარიდს დაგიდებთ: Начнём с некоторой неточности в самой постановке вашего вопроса: платить «рипплами» — это довольно странная идея. XRP — с большой натяжкой можно назвать привычным платёжным средством или валютой. XRP — скорее аналог наших почтовых марок, но не сами деньги.
თავად რიპლის დამფუძნებელი ამბობს, რომ ეს ვალუტა არ არის, ეს დაახლოებით საფოსტო მარკის ანალოგია.
Именно поэтому рост капитализации Рипл, измеряемый через стоимость её технической валюты XRP — это косвенный показатель капитализации, а не объективный, как с тем же Биткоин.
და კიდევ ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას ამბობს, რომ კომპანია რიპლის კაპიტალიზაციის ზრდა სრულად არ ისახება ვალუტა რიპლის ზრდაში, როგორც ეს ბიტკოინის შემთხვევაში ხდება.
ასე რომ, გსურთ თუ არა თქვენი ფულის დაბანდება "საფოსტო მარკაში" ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია.
ხო კიდე, Ethereum-ს აქვს ზრდის კარგი პერსპექტივა. თუ გაქვთ ფული, რომლის დაკარგვაც არ გეშინიათ მაგ ვალუტაში ჩადეთ.
რაც ვიცოდი დავწერე სხვებში ვერ ვერკვევი და არ ვიცი რა ზრდის პერსპექტივა აქვთ.
This post has been edited by zura1993 on 23 Dec 2017, 21:10