დიდი ბრიტანეთის ფინანსური რეგულაციების სააგენტოს ხელმძღვანელი ენდრიუ ბეილი ბრიტანელებს ურჩევს მოემზადონ იმ ფინანსური დანაკარგებისთვის, რომელსაც ბიტკოინში ჩადებული ინვესტიციიების გამო მიიღებენ. ამის შესახებ მან BBC-ს განუცხადა. ინფორმაციას Business Insider-ი ავრცელებს.
ენდრიუ ბეილის განცხადებით, კრიპტოვალუტა საიმედო ინვესტიცია არ არის. მან კრიპტოვალუტა აზარტულ თამაშებს შეადარა. მისი განცხადებით, ბიტკოინს არც ხელისუფლება და არც ცენტრალური ბანკები მხარს არ უჭერენ.
"თუ თვალს გადავავლებთ ბიტკოინის ფასის ცვალებადობას, რომელიც ამ წელს განიცადა, მივხვდებით, რომ ის ძალიან არასტაბილური საქონელია. მინდა ყველა გავაფრთხილო ამასთან დაკავშირებით. თუ ბიტკოინში ინვესტირება გსურთ, მოემზადეთ ფინანსური დანაკარგებისთვისაც", - განაცხადა ენდრიუ ბეილიმ.
Bloomberg-მა დღეს გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით "უახლოესი 10 წლის ყველაზე საშიში მოვლენები", რომელთაგან ერთ-ერთიც ბიტკოინს შეეხება. გამოცემა წერს, რომ უკვე 2018 წლისთვის, ჰაკერული თავდასხმების მიმართ ბანკების მოწყვლადობის გამო, ბიტკოინის ფასი 40 ათას დოლარამდე გაიზრდება. 2012 წლისთვის ის 100 ათას დოლარს მიაღწევს; ბიტკოინით ვაჭრობაზე გადავლენ საბერძნეთი და რამდენიმე აფრიკული ქვეყანა. 2028 წლისთვის, საბანკო სისტემა დღევანდელი სახით აღარ იარსებებს, ხოლო მსხვილი ინტერნეტ-სერვისები ივაჭრებენ ბიტკოინით, რომლის ფასიც მილიონ დოლარს გადააჭარბებს.
ბიტკოინის კურსი 2017 წლის მეორე ნახევარში უსწრაფესი ტემპებით იზრდება. აგვისტოს დასაწყისში კრიპტოვალუტის ღირებულება სამი ათასი დოლარი იყო, სექტემბრის დასაწყისში 5 ათასს მიაღწია, ხოლო წლის ბოლოს 20 ათას დოლარს მიუახლოვდა.
https://imedinews.ge/ge/ekonomika/40734/end...anakargebistvisბანკები რა დღეში არიან