| #51848307 · 17 Dec 2017, 11:53  ·  · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი 
 | QUOTE (Dark_Angell @ 17 Dec 2017, 01:26 ) |  | ronald_wesley 
 | QUOTE |  | თუ გახსოვთ 2013ში რუსეთში რომ ჩამოვარდა ნასამ რატომ არ გაგვაფრთხილა? | 
 ეგ მეც მაინტერესებს.
 10 მილიონი კმ-ის იქეთ ითვლიან ორბიტებს და აქვე რო ჩამოუვარდათ იმაზე ვერაფერი?
 რაღაც გაფეიკდა ეს ეგრერიგად ნაქები ორგანიზაციაც.
 | 
  ძალიან პატარა იყო და როცა დედამიწის ატმოსფეროში შემოვიდა ( ანუ 100 კმ -ზე მიახლოვდა ),
 წვა და ნათება დაიწყო მხოლოდ მაშინ შეამჩნიეს.
 
 ( თუ დედამიწის მოძრაობის მიმართულებით წამოვიდა ასტეროდი, ( გლეხურად რომ ვთქვათ უკნიდან მოსდევს )
 აცდება დედამიწას, იმ პირობით თუ ასტეროდის სიჩქარე დედამიწის 29.8 კმ/წმ -ზე ტოლი ან ნაკლებია,
 მაგრამ თუ ასტეროდი მოძრაობს მეტი, ვთქვათ 32 კმ წმ -ით მაშინ ვარდნის სიჩქარე 2 კმ/წმ იქნება, თუ გვერდიდან
 ეჯახება 32 კმ/წმ და თუ წინიდან შეხვდა შესაბამისად 62 კმ/წმ იქნება შეჯახების სიჩქარე.)
 
 და ესეც და 1908 წლის 30 ივნისს ციმბირში ჩამოვარდნილი მეტეორიც ჰაერშივე აფეთქდა, იმ ადგილზე 60 კილომეტრის რადიუსში ტყე დაბლა იყო დაწვენილი ძირით აფეთქების ცენტრისკენ, ხოლო აფეთქების ცენტრში ხეები ფეხზე იდგა ბოძებივით, ტოტებდასხეპილი.
 
 პს: იმ ადგილას ჩამოვარდნილი ვერაფერი ვერ ნახეს.
 |