გეთანხმები, ჯობდა მიეწერა რა თქმა უნდა და საერთოდ, იუტუბის სისტემა კარგად რომ იცოდნენ მისმა მრჩევლებმა, მაშინ უფრო უკეთეს გამოსავალს ურჩევდნენ...
საქმე იმაშია, რომ თითზე ჩამოსათვლელები გვყავს ენთუზიასტები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში აგროვებენ ქართულ მუსიკას და ცდილობენ საზოგადოებამდე მიიტანონ. მათ ეს საქმე უყვართ, აინტერესებთ და საკუთარი დროის საკმაოდ დიდ ნაწილს უთმობენ ამ საქმეს. ასეთ ადამიანებს არ უნდა ვსჯიდეთ. ასეთ ადამიანებთან უნდა ვთანამშრომლობდეთ და საბოლოო ჯამში, როცა საქმეს დაინტერესებული ადამიანები ნებართვებით, წესების დაცვით და სიყვარულით აკეთებენ, მოაქვს ყველასთვის სასარგებლო შედეგი. სამწუხაროდ ჩვენთვის ასეთი მიდგომა თითქმის ყოველთვის უცხოა. აი, გადაავლეთ თვალი ქართულ მუსიკალურ ტელე და რადიო არხებს. ვერსად ვერ მოჰკრავთ თვალს ასეთ ადამიანებს... ამ თემაზე აღარ გავაგრძელებ. კარგად ეტყობა სივრცეს ვინ რას აკეთებს, როგორ და ვინ სადაა შედეგად.
ჯაბას არხის შემოსავალს რაც შეეხება, არსებობს სხვადასხვა რესურსები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს ზოგადი წარმოდგენა შეგვექმნას სხვისი არხის შემოსავალზე, ტეგებზე და ასე შემდეგ, ხოდა დაინტერესებული ადამიანი ადვილად ნახავდა, რომ საუბარია იმდენად მცირე თანხებზე, რომ არხი 70 დოლარიან/ევროიან ბარიერსაც ვერ ლახავს ყოველთვე.
ძალიან კარგია ირაკლი ჩარკვიანის ოფიციალური არხის გაკეთება რომ გადაწყვიტა. კარგია თუ მისი მუსიკა ერთ სივრცეში მოიყრის თავს მოწესრიგებულად, დამატებითი ინფორმაციებით, რისი საშუალებაც იუტუბზე ნაღდად არის, და სულაც არ სჭირდება ამას ფასიანი ნახვები. შემოსავალი შემოდის რეკლამებიდან და თუ ჩანაწერები გავიდა უცხოურ აუდიტორიაზეც, მაშინ შესაძლებელია რამდენიმე ათას ევროზეც ავიდეს. ნუ... ვერც ერთი ქართლული არხი ვერ ავა ასიათას ევროზე ან დოლარზე თვეში იმიტომ, რომ ასეთი კონტენტის შექმნას სხვა ცოდნა, გამოცდილება, აპარატურა და ფინანსები სჭირდება შემოქმედებით ხედვასთან ერთად. აქაც შეცდომაში შეიყვანეს ქეთათო ან ირონიით ამბობს მათ გასაგონად, ვიცნ ფულზე დახამებულს უწოდებს. არ ვიცი...
თემას რომ დავუბრუნდეთ, უფრო ეფექტური იქნებოდა ქეთათოს ან მის წარმომადგენელს რომ გაემართა მოლაპარაკებები არხებთან, რომლებსაც უხვად აქვთ ატვირთული ირაკლი ჩარკვიანის მუსიკა. საუბარია ისეთ არხებზე, სადაც არის "გავარდნილი ჩანაწერები", რომლებსაც ყოველსაათობრივად ბევრი მაყურებელი სტუმრობს. ასეთ არხებს სტრაიკების ნაცვლად შესთავაზებდა ვიდეოს ბოლოში დასადები ანოტაციებით და სხვა რესურსებით მაყურებელი ჩარკვიანის ოფიციალურ არხზე გადაემისამართებინა. ჩანაწერები კი ეტაპობრივად, რამდენიმეთვიანი ინტერვალით წაეშალათ ასეთ არხებს საკუთარი სივრციდან. სტრაიკიც რომ არ გამოგიგზავნონ, როცა არხიდან იძულებული ხარ ერთდროულად წაშალო რამდენიმე ბევრნახვიანი ჩანაწერი, ამ არხს მთლიანად უვარდება რეიტინგი საკმაოდ დიდი ხნით და ამ არხის ვიდეოები ვეღარ ხვდება იუტუბის მსგავსი კონტენტის შემოთავაზებებში. შედეგად სხვა ჩანაწერებსაც ადგება ზიანი და ხელახალი ამოქოქვა რთულდება. ასეთი გარიგების შემთხვევაში კი ჩარკვიანის არხი სწრაფად აკრიფავდა აუდიტორიას, ჯაბას არხიდან ნელნელა მოხდებოდა ჩარკვიანის ჩანაწერების წაშლა და მაყურებელიც არ დარჩებოდა უკმაყოფილო. მოკლედ, ყველასთვის უფრო უკეთესი იქნებოდა.
ამის ნაცვლად წამოვიდა პირდაპირ სტრაიკები, ოღონდ აქ ერთი ნო-ა. პირველ და დანარჩენ სტრაიკებს შორის თითო დღიანი სხვაობაა. ანუ სამივე ერთად არ შემოუშვია. პირველი სტრაიკის მიღებისას ჯაბა როგორ მოიქცა არ ვიცი იმიტომ, რომ არ ვიცნობ და ვარაუდებს აზრი არა აქვს. უბრალოდ, პირველივე სტრაიკის მიღებისას რომ მიეწერა და კომუნიკაცია შემდგარიყო, შესაძლოა აქამდე არ მისულიყო საქმე.
კიდევ ერთი ნიუანსია, რომელიც სისტემის არარსებობის გამო აიძულებს მუსიკოსებს ან მათ სამართალმემკვიდრეებს ერკვევიან თუ არა, საკუთარი მოსაზრებები ისე გამოთქვან, როგორც შეუძლიათ და ამის გამოც რთულდება ურთიერთობები. არ არსებობს სისტემა და მცოდნე რგოლი ამ სისტემაში, რომელიც ყველა საკითხს დაარეგულირებდა სამართლიანად, მაგრამ ადამიანურად. ისე, რომ არც გარდაცვლილ მუსიკოსს, არც მის მემკვიდრეს, არც აუდიტორიას და არც სხვებს არ მიადგეთ რაიმე სახის ზიანი. მით უმეტეს არაა ეს რაღაც სასტიკი და მძიმე დანაშაული, ჩიხური შემთხვევა, რომელიც მკაცრ და დაუნდობელ სანქციებს საჭიროებდეს.
ნორმალურ ქვეყნებში კი, სადაც ქონთენთ აიდი, ISRC და სხვა მსგავსი კოდები მუშაობს, ყველაფერი დალაგებულია და ადამიანურობის ჩარჩოებშია მოქცეული.
ქონთენთ აიდი სისტემას აქვს სამი სხვადასხვა ვარიანტი.
1. უკრძალავ ყველას ჩანაწერის გამოყენებას და სადაც კი აღმოაჩენს სისტემა, ეგრევე ასტრაიკებს. <- ამას იშვიათად იყენებენ და უმეტესად კინოინდუსტრიაა ასეთი მკაცრი. ამასაც თავისი მიზეზები აქვს;
2. ჩანაწერის ატვირთვის ნებას აძლევ, მაგრამ მონეტიზაცია კეთდება საავტორო უფლების მფლობელის სასარგებლოდ. <--- თუ გჭირდება რომელიმე საავტორო ნაწარმოების გამოყენება, არ დარბიხარ ლიცენზიების საყიდლად. იყენებ, სისტემა ამოიცნობს, გამოყენებულ მასალას ხელს არ ახლებს და ამ მასალის გამოყენებიდან მიღებული შემოსავალი მიდის საავტორო უფლებების მფლობელთან.
3. ჩანაწერიდან მიღებული შემოსავლის გაყოფა. <-- უმეტესად გამოიყენება ქავერების და რემიქსების შემთხვევაში და ძალიან კარგი ფორმაა. ქავერების შექმნა როგორ უწყობს ხელს და რა დონეზე ზრდის სიმღერის პოპულარობას, ამაზე არ დავიწყებ ეხლა საუბარს. ნამდვილად ასეა.

ქავერის შემსრულებელს კი შემოსავლების გაყოფით სტიმულს აძლევენ. იგივე შეიძლება ითქვას რემიქსებზეც.
ჩვენთან კი იმის გამო, რომ სისტემა არ არსებობს, იმის გამო, რომ საქართველოსთვის შემოსავლიანი სერვისების უდიდესი რესურსი დაბლოკილი აქვს მსოფლიოს ყველა წამყვან, მსხვილ კომპანიას, ყველა (ჩემი ჩათვლით) იქნევს ნაჯახივით სტრაიკს და ზოგი კი იმის გამო, რომ საერთოდ ვერ ერკვევა ვერაფერში, კრძალავს ქავერების შესრულებას და განსაკუთრებით სტუდიურ ჩაწერასაც კი. ნუ, სტუდიური ჩაწერის აკრძალვას კიდევ ერთი სერიოზული მიზეზი აქვს - ვაითუ ჩემზე მაგარი გამოდგეს და მე გადამფაროსო.

ხო, კარგად ჩანს რა დონის მუსიკოსები გვყავს ქვეყანაში და მათი შიში უსაფუძვლო ნაღდად არაა.
კიდევ ბევრი წვრილმან მსხვილმანი ნიუანსია, მაგრამ რა აზრი აქვს წერას ან თქმას, ძალიან სხვაგან ვართ. ძალიან.
This post has been edited by AraGviani on 19 Dec 2017, 17:25