ხოდა, ბიძია, ათასობით ადამიანზე რომაა საუბარი არ გამოვა ამის გადაჭრა "მოხნია პატრონით", ვერ ხვდებით?
მაშინ თქვენმა ჯაფარიძემ სტალინის კიტელი უნდა ჩაიცვას და კედელთან მიახვრიტოს ისინი.
ვერ ხვდებით ნუთუ, რომ რაც არ უნდა საძაგელი და ცუდი ხალხი იყოს ეგ, პანღურით თუ ისვრით და "დასვიდანიას" თუ ეტყვით - ამით ვერაფერ კარგს ვერ მოიმკით?
თუ მიგაჩნიათ რომ ეს ადამიანები დამნაშავეები არიან (იპარავენ რაღაცას) მაშინ გაასამართლეთ და ციხეებში ჩააგდეთ

მაგრამ "10 000 კაცს გავათავისუფლებ, მოსხლიათ პატრონები" - ეს არის სუიციდი. 10 000 კაცი = 10 000 ოჯახია, რაც არ უნდა ჩარუმ-ჩათლახები იყვნენ.
პლუს, გაითვალისწინეთ, რომ ესენი ბიუროკრატები არიან, ანუ პარტ-აქტივი...
გაცილებით ნაკლები ხალხით გამოსვლიათ რევოლუციები, ხოდა მემგონი არ არის რთული წარმოსადგენი ფეხებით როგორ ჩამოათრევენ ჟაპარიძეს სამთავრობო სკამეიკიდან

არ შეიძლება, რით ვერ შედის თქვენ თავებში, ეს სავოკურ-ბოლშევიკური "რასტრელიაწ ნახრენ" და მასობრივი რეპრესიები და გაყრები. უარესი შედეგები მოაქვს.
ოპტიმიზიაცია - საჭიროა. ათობით ათასის ერთი ხელის მოსმით გაყრა და დედის რაზვალის თავზე დაფარება - არა.
საქართველოს საგარეო ვალი ჩვენი მშპს 100 პროცენტზე მეტია, 34 მილიარდი ლარია! ეხლა მითხარი, აფერისტი თუ არ ხარ, რას ზოგავ იმდენს ბიუროკრატიაზე რომ "ეტაპობრივად" და "დალაგებულად" ისტუმრებ ამ თანხას მთლიანად? ზოგადად საგარეო ვალის გასტუმრება არა "დაზოგვით" ხდება, არამედ პირიქით - როდესაც სახლემწიფოს იმდენი რესურსი უგროვდება რომ შეუძლია დაფაროს ეს ვალები.
და მერე, საგარეო ვალში მე პრობლემას ვერ ვხედავ. უზარმაზარი საგარეო ვალები აქვთ შტატებსაც და ევროპის წამყვან ქვეყნებს - ეს არ არის პრობლემა. თანამედროვე, აი თქვენი საყვარელი გლობალისტური ეკონომიკა, ზუსტად ამ ვალებზე მუშაობს
თაობები განარკომანდებიან არ არის არანაირად სუსტი არგუმენტი. ოპიუმის ომები, ჩინეთისა და აზიის მაგალითები აიღე. ტაილანდში დღესაც სიკვდილით დასჯა აქვთ ნარკოტიკზე, იმდენად მწარედ ახსოვთ "ლეგალიზაცია".
"ასეთი ლარი" - როგორი? ნუ გშურთ თიბისი ბანკის და მსხვილი ბანკების

დღეს ესენი თამაშობენ pump and dump-ს, თქვენ გინდათ ხო?

სოფლის მეურნეობაში რა არის ჩაყრილი მე არ ვიცი - უაზროდ ნამდვილად იქნება რაღაცეები ჩაყრილი. მე ვსაუბრობ ხელმისაწვდომი აგროკრედიტების სისტემაზე (აი ეუ რასაც აძლევს თავიანთებს), ფერმერმა რომ შეძლოს საჭირო ტექნიკის ყიდვა და ბიზნესის განვითარება, ისე რომ: ა) ბანკმა არ წაუჭიროს ყელში ბ) უცხოურმა კაპიტალმა არ გააკოტროს.
ანაკლიის პორტს რაც შეეხება - უნდა გაკეთდეს, კი. მამენტ ჰუალინგი მეტს რას აკეთებს ამ ქვეყანაში?

უბრალოდ გასაოცარ და სუპერ-პუპერ შედეგებს არ უნდა ველოდოთ ამისგან. მოგება იქნება, მაგრამ შენჟენი, ჰონკონგი ან სინგაპური ვერ გავხდებით.
მოკლედ, რეფორმები რაღა თქმა უნდა ჩასატარებელია. ოღონდ:
1) გადახრების გარეშე
2) სოციალური პასუხისმგებლობის და სოციალური ფონის გათვალისწინებით.
იგივე ღორი ჩინოვნიკები: ხომ შეიძლება უბრალოდ შევამციროთ მათი სარგო, ავკრძალოთ 9000 ჯერ პრემიის აღება ან ვაფშე დავაწესოთ, რომ სამინისტროში (სიპში თუ შმიპში) მომუშავე პერსონალის ყველაზე მაღალი ანაზღაურება არ უნდა იყოს, სიტყვაზე, 7-ჯერ მეტი ვიდრე ყველაზე დაბალი ანაზღაურებაა.
ასე ან მოუწევთ ხელფასების დაწევა ზედა რგოლისთვის, ან 12 000 ლარი რომ აიღოს თვეში ვიღაც სირმა მოადგილემ, დამლაგებელ თინა ბებოს 1700 ლარი უნდა გადაუხადოს

უი, ის გამომრჩა, სიპებზე და შენობებზე.
სიტყვაზე გაიყიდა სიპების შენობები "სვეცკი" ადგილებზე თბილისში - და რა? მაქსიმუმ მორიგი მაჯლაჯუნა კორპუსებით ან ხოტელებით ჩანაცვლდება.
ან რამდენი ფული შემოვა ბიუჯეტში ამ შენობების გაყიდვით? თბილისი ლონდონი არ არის, კვადრატული მეტრის ფასი მაქსიმუმ 2500 დოლარია - ისიც შუაგულ ვაკეში ნავამოდნი ნავასტროიკებში

თან ხომ გვქონდა ეს უკვე გამოვლილი ნაცების დროს. ბენდუს ბენდუნომიკა, შენობების გაყიდვა - ნუ რამდენი დოვლათი შეეძინა სახელმწიფოს ამ შენობების გაყიდვით? დაეტყო რამეს? ჰოო....
ერთადერთი რისი გაკეთება შეიძლება, ისიც ოპტიმიზაციის ფარგლებში, უაზრო სიპების ადგილებზე ისევ სახელმწიფოს თაოსნობით გააკეთონ საგანმანათლებლო ცენტრები, ელექტრონული ბიბლიოთეკები და ა.შ.
იქით იყოს ყველაფერი და დღეის მთავარი პრობლემა საქართველოში არის
განათლების კრიზისი, კვალფიციური კადრების სიმცირე, ინფორმაციის დახშულობა.
აქედან მოდის სიღარიბე.
ამას ეშველება თუკი მთელი რესურსი მოხმარდება განათლებას, განათლების სისტემის მართებულ რეფორმებს, ტექნოლოგიების დანერგვას და ა.შ.
ამაზე ვამბობ, არ არის დღეს ჩვენი საზოგადოება მზად ნარკოტიკის ლეგალიზაციისთვის, მძიმე სოციალური შედეგები ექნება ამ ყველაფერს.
არ ვართ ძმაო ჰოლანდია, სადაც გონებდამშვიდებული ინჟინერი ჰანსი შევა ბარში, მოწევს (თუ გაიკეთებს) და მერე ისევ მშვიდად წავა სახლში ველოსიპედის ბორბლების ტრიალით. ინჟინერ ჰანსს სამსახური აქვს, life savings და ათასი რამე.
თბილისელი კუკუშა კიდე ბებიას წაართმევს პენსიას, დაბოლდება, მერე ვინმეს დაჭრის ან მანქანაზე დაჯდება და 10 კაცს გაიტანს.
აგი გინდათ თქვეენ?
This post has been edited by Bertie Wooster on 22 Dec 2017, 15:35
Jeeves: Travel is highly educational, Sir.
Bertie: I cannot do with any more education, Jeeves. I was full up years ago!