ისე მოექსპერტო ტიპები ვინც არიან, ყველა პესიმისტურად უყურებდა რიპლს

თავიდან 100 ლარის რიპლი ვიყიდე, 20 ცენტი რო ღირდა, გულმა მიგრძნო რატომღაც... და ისეთმა ტიპმა სულ ამ კოინებს რო ეჯდა და აზრზე იყო რა ხდებოდა, შანსი არ აქვს რიპლსო...
ხო და გავყიდე...
მერე რო აიწია, ვინანე რატო გავყიდე მეთქი და 80 ცენტად ვიყიდე ისევ...
და მერე კიდე ერთმა მოექსპერტო ტიპმა, არ აქვს რიპლს ზრდის პოტენციალი, არ მაინინგდება და 10$ რო გახდეს, ყველა სხვა ვალუტას გაასწრენს ერთად აღებულს კაპიტალიზაციითო...
და გავყიდე დოლარად

მერე კიდე ერთს დავუჯერე და 1 ლაითკოინი ვიყიდე, 335$-ად...
250-ზე თამაშობს ეხლა

ამათ გარდა ჩემი ინტუიციით ვთამაშობდი სხვადასხვა წვრილ-წვრილ კოინებზე.
ვიღაცეები რო აანონსებენ და აშეარებენ ისე კი არა, ჩემი ინტუიციით და ლოგიკით...
და 15$ მქონდა და გავაათმაგე დაახლოებით.
asiacoin და ეგეთი ვალუტებით...
და გუშინწინ NEM ვიყიდე ბოლოს, 90 ცენტამდე ღირდა და დღეს 1,46$-ია უკვე....
მოკლედ საკუთარ ინტუიციას უნდა ენდო....
ლოგიკაზე და ანალიზზე რო იყო დამოკიდებული, ანალიტიკოსების მეტი რა არის, აშენდებოდა ყველა...
აგერ იუზერები რო არიან საქმეში ჩახედულები, მაგალითად რობინ ჰუდი და მისთანები, მაგათ ნათქვამზე არ უნდა იყიდოთ არაფერი.
განა იმიტომ რომ აზრზე არ არიან ან რასაც იტყვიან არ გაიზრდება, უბრალოდ ეგენი ისეთივე ალბათობით გააკეთებენ პროგნოზს ზრდა-შემცირებაზე, როგორც თქვენ
This post has been edited by Frankens†ein on 3 Jan 2018, 22:08
Mens sana in corpore sano...