ანუ მაგ ლოგიკით გამოდის დღევანდელი დამოუკიდებლობაც რამდენიმე ავანტურისტის ნამოქმედარია ?
1918 წლის დამოუკიდებლობა არ იყო კლოუნადა იმის გამო რომ იოლად მოპოვებული გამოდგა

რუსეთში მოხდა რევოლუცია, მისი იმპერიის ყოფილ ნაწილებში დაიწყო სრული ქაოსი;
დენიკინი თავისას უბერავდა , მთის რესპუბლიკა თავისას , ბაქოში რა ხდებოდა კაცმა არ იცის , სომხეთი დაშნაკუცუნობდა,ოსმალეთი ინგრეოდა და ნამტვრევებს ისროდა.
ამ ''რამდენიმე ავანტურისტმა'' რომელებმაც დემოკრატიული რესპუბლიკა გამოაცხადეს 3 წლის მანძილზე რაღაც დონეზე შეძლეს ამ ურთულეს დროში მშვიდობის შენარჩუნება ამისთვის გადაიტანეს რამდენიმე ომიც.
სამეზობლოში აშკარაა ყველაზე კარგი მთავრობა გვყავდა . 1991 წელს , დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან რამდენიმე თვეში მთავრობის წევრები ერმანეთს კალაშნიკოვებს ესროდა და ტანკის ლულებს უმიზნებდა . ''გადავრჩით'' არა იმიტომ რომ 91 წლის მთავრობა იყო ძლიერი , არამედ მსოფლიო წყობა იყო სხვანაერი ,თორე 18-21 წწ ''ავანტურისები'' ბევრად წინ იდგნენ 91 წლის მთავრობასთან მიმართებაში ყველანაერად .
არც გაქცევას დავარქმევდი მათ პოლიტიკურ ემიგრაციაში წასვას
გააკეთესე ის რაც იმ დროს შესაძლებელი იყო ;
დაგვიტოვეს დროშა , ჰიმნი, კონსტიტუცია და დამოუკიდებლობის დეკლარაცია .
იმის მერე დამოუკიდებლობა გამოსაცხადებელი აღარ გვქონდა
აღსადგენი იყო...