არაა მთლად მასე მარტივად საქმე.
აქაც ბევრჯერ დამიწერია და არ მეზარება კიდევ დავწერ.
ჩემი უახლოესი ძმაკაცი, რომელიც საქართველოში ფარიკაობაში სპორტის ოსტატი იყო, მრავალგზის საქართველოს გამარჯვებული
და საერთაშორისო პრიზების მფლობელი, მას შემდეგ , რაც 2002 თუ 2003 წელს კიდევ ერთხელ გახდა საქ ჩემპიონი და მიიღო
ჩემპიონისთვის დაწესებული საპრიზო თანხა 15 (!!!) ლარი, ადგა 2004 წელს და მოიხია აშშ-ში.
ახლა იქ საკუთარი ფარიკაობის კლუბი აქვს, აღარაა ჩვენი ქვეყნის მოქალაქე , დედაც წაიყვანა და ცოლიც ქართველი მოიყვანა.
100%-იანი სიზუსტით შემიძლია გითხრა ააქ რომ დარჩენილიყო რა მოხდებოდა მის ცხოვრებაში:
პატრონი არ ყავდა კაციშვილი და თუ სასწაული მოხდებოდა და ფარიკაობის ფედერაციაში რამე ადგილზე მოხვდებოდა, ან უნდა ყოფილიყო რაიმე მაშინალურად მოქმედი მთავრობის ყურმოჭრილი , ვაზელინა, კუდისქიცინა მონა (რაც მისი პიროვნებიდან გამომდინარე გამორიცხულია), ან (რაც ყველაზე მეტად სავარაუდოა) იქნებოდა სადმე მენეჯერი ან გაყიდვებში, ან სახ. სამსახურში რიგითი კლერკი და იპახავებდა 1000 ლარიან სამსახურზე.
კითხვა თქვენ , პატივცემულო:
რა დაკარგა საქართველომ (გარდა ერთი კარგი , ჯანმრთელი, პატიოსანი და განათლებული კაცისა) მისი სახით? ან რატომაა ჩვენი ქვეყნისთვის აქვე ჩაჩექმილი , დამცირებული, ნახევრადმშიერი რიგითი მოქალაქე უკეთესი საზღვარგარეთ წარმატებულ იგივე პიროვნებაზე?
ააა, უი ხო, მისის სახით კიდევ ერთი მონა დასაქმებული გამოაკლდა ქართველ ღორზესმენებს, კიდევ ერთი გასატყავებელი კლიენტი ქართულ მევახშე-ბანკებს და კიდევ ერთი მომხმარებელი ქართველ ოლიგოპოლიებს?
ოკ. გადავცემ ჩამოვიდეს, თაფლი წაისვას და ევროპის მოედანზე გაიშხლართოს.
მიუხედავად მისი მოქალაქეობის, ის მილიონჯერ უფრო დიდი ქართველია ვიდრე აქაურპასპორტიანი ათასობით ვიგინდარა ვირთხა.
პ.ს. ამ ნათია თოდუასაც მაქსიმუმ სადმე რესტორანში სიგარეტის და ღვისნის ოხშივარში კარიერის დასრულება "ეჭყანებოდა" , მაგრამ საბედნიეროდ ძლიერი ნებისყოფის აღმოჩნდა და აი შედეგიც
პ.პ.ს. რატომღაც განსაკუთრებით გამიხარდა ამ გოგონას წარმატება და ვიმედოვნებ მელუაზე არანაკლებ წარმატებას მიაღწევს
"ორი რამაა უკიდეგანო: სამყარო და ადამიანთა სიბრიყვე, თუმც პირველის შემთხვევაში დარწმუნებული არ ვარ" © ა.აინშტაინი
თუ გინდა გაიგო სადამდე შეიძლება დაეცეს ადამიანი, გაიცანი პოლიტიკოსები © მე
ბაზრის შავბნელი ხელი დაარეგულირებს ყველაფერს © მე