წადი 2 წიგნი წაიკითხე
წიგნის წამკითხველი თუ არა ხარ, 2 ვებფეიჯი მაინც წაიკითხე
325 წელს ნიკეის მსოფლიო საეკლესიო კრებამ იულიუსის კალენდარი მოიყვანა შესაბამისობაში მზისა და მთვარის ბრუნვასთან,
აგრეთვე ძველი აღთქმის პასქალიასთან და მის საფუძველზე დაადგინა ქრისტიანული პასქალია და დღესასწაულები.
პასქალიას ეწოდა მშვიდობისმყოფელი წრე, საეკლესიო წრე, დიადი ინდიქტიონი და იგი იქცა მეცნიერებად საღვთისმეტყველო, ასტრონომიულ და მათემატიკურ მეცნიერებათა დარგში.
არსებობს კალენდრის რამდენიმე სახე: მზისიერი, ვარსკვლავური, მთვარის და სხვა
ბიბლიაში მითითებულია დროის გაზომვის ერთდროულად სამი ორიენტირი: მზე, მთვარე (მთვარის ფაზები) და ვარსკვლავები.
იულიუსისმიერი კალენდარი არის უნივერსალური,
ვინაიდან იყენებს 3-ვე მათგანს, განსხვავებით გრიგორიანული კალენდრისგან.
მართლმადიდებლური კალენდარი დაფუძნებულია ბიბლიურ კალენდარზე და ეწოდება ინდიქტიონი.
მისი რიტმის კრიტერიუმია დიადი პასქალური წრე - დროის მონაკვეთი, რომლის ხანგრძლივობაა 532 წელი - წლების რაოდენობა,
რომელსაც ვღებულობთ მზიური წლის (28 წელი) და მთვარის წლის (19 წელი) გამრავლების შედეგად:
28x19=532.
დავიწყოთ იმით , რომ რომის პაპ გრიგოლ XIII-ის ბრძანებით 4 ოქტომბრის (ხუთშაბათის) მომდევნო დღედ გამოცხადდა 15 ოქტომბერი (პარასკევი). დღეები 5-დან 14-ის ჩათვლით უბრალოდ ამოყარეს.
პარასკევი უწევდა 5, 12 და 10 ოქტომბერს, პაპის ბრძანებით კი 15 ოქტომბერი გახდა.
კალენდარულ კომისიას იეზუიტი კირსტოფ კლავიუსი ხელმძღვანელობდა, მაგრამ რეფორმის ავტორად თვით „უცთომელი“ რომის პაპი გამოცხადდა.
დამზადდა სპეციალური მედალი გრიგოლ XIII-ის გამოსახულებით, რომლის წარწერაც ღაღადებდა: „საუკეთესო ქურუმთა შორის“.
პაპის ბულა ეკლესიისგან განკვეთის მუქარით უბრძანებდა თავის ქვეშევრდომებს უსიტყვოდ მიეღოთ ახალი კალენდარი.
ცნობილი ლათინი მეცნიერები, რომლებმაც გაბედეს და ხმა ამოიღეს კალენდარული რეფორმის წინააღმდეგ, საშინელი სასჯელის მუქარით დაადუმეს.
პაპის მიერ ნაბრძანები იქნა ახალი კალენდრის მოწინააღმდეგეთა სიკვდილით დასჯა.
ამ ახალი კალენდრის გამავრცელებლები იმ დროს მეცნიერები კი არ იყვნენ, არამედ იეზუიტები.
საუბარი იმის შესახებ, თუ რომელი კალენდარია უფრო ზუსტი, შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ორივე კალენდარს ექნებოდა ერთი ორიენტირი.
მაგრამ საქმე იმაშია, რომ გრიგორიანულ კალენდარში მხოლოდ მზის ფაქტორია გათვალისწინებული. მთვარის ფაზებს არავითარი კავშირი მასთან არა აქვს.
იგი გულისხმობს მხოლოდ მზის დამოკიდებულებას დედამიწასთან, რის გამოც მას შეიძლება ვუწოდოთ გეოცენტრული; იულიუსის კალენდარს კი - კოსმიური, რადგანაც იგი ითვალისწინებს მზის, მთვარისა და ვარსკვლავების ფაქტორებს.
შეხედულება, თითქოს იულიუსის კალენდარი ზუსტი არ არის და მასთან შედარებით უპირატესობა აქვს გრიგორიანულ კალენდარს, არის სისულელე.
აბსოლუტურად ზუსტი კალენდარი არ არსებობს და თუ შედარებით სიზუსტეზე გვაქვს საუბარი, ვარსკვლავური კალენდარი უფრო მდგრადია, ვიდრე მზისა.
სხვაობა ამ ორ კალენდარს შორის, რომელიც შეადგენს მე-21 საუკუნეში 13 დღეს, არის არა ვარსკვლავური კალენდრის ცდომილება,
არამედ განსხვავება აღნიშნულ კალენდრებს შორის და იგი გაიზრდება მომდევნო საუკუნეში 14-მდე, შემდეგ 15-მდე და ა.შ., რადგან მზის ირგვლივ დედამიწის მოძრაობდა თანდათანობით ნელდება.
ძველი ბერძნები წერდნენ, რომ ერთადერთი ზუსტი კალენდარი არის ეგვიპტელთა კალენდარი.
ასტრონომიული თვალსაზრისით, იულიუსის კალენდარს ახასიათებს საკმარისი სიზუსტე და ჰარმონიულობა დღე-ღამესა და წელიწადს შორის:
ა) მკაცრი მონაცვლეობა ჩვეულებრივი და ნაკიანი წლებისა (რიტმში 3-1);
ბ) თანაბარი რაოდენობა ნაკიანი წლებისა ყველა საუკუნეში;
გ) კავშირი მთვარის კალენდართან - 28 წლიანი ციკლი, როცა კვირეულის დღეები თვის იგივე რიცხვებს ემთხვევა;
დ) 19 წლიანი ციკლი, როცა მთვარის ფაზები მეორდება;
ე) პასქალიის ციკლი, ანუ დიდი ინდიქტიონი 532 წელი,
რომლის გავლის შემდგომ მეორდება განლაგება მთვარის ფაზებისა, დღეებისა, კვირეულებისა და თვის რიცხვებისა, ანუ პასექის დღესასწაული (ჩვენებურად - ბზობა, რა დროსაც ცხვება პასკა, პასქა) პერიოდულ სახეს ღებულობს.
გრიგორიანული კალენდარი კოსმიური ორიენტირებიდან მან მხოლოდ მზე დატოვა და სამყაროსთან მიმართებაში პრიმიტიულ კალენდრად იქცა.
1582 წელს კონსტანტინეპოლში ჩატარდა საეკლესიო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ:
კონსტანტინეპოლის პატრიარქი იერემია II,
ალექსანდრიის პატრიარქი სილვესტერი,
იერუსალიმის პატრიარქი სოფრონიუსი და სხვა მღვდელთმთავრები.
კრების განჩინება ანათემას უცხადებს უღვთო ასტრონომთა გრიგორიანული პასქალიის მიმდევრებს.
საქართველოში კი ახალი სტილი ცეცხლითა და მახვილით დაამყარა უღვთო და ათეისტმა ბოლშევიკურმა რეჟიმმა.
ასე რომ იეზუიტების დაკრულზე ცეკვავს ვინც დღეს აღნიშნავს შობას.