იცი რა?... საბოლოო ჯამში, ეგ "ვიღაცეები" ქმნიან საზოგადოებას... ფობიები არ უნდა გვაწუხებდეს, მაგრამ მათი პოზიცია უნდა ვიცოდეთ და თვალს ვადევნებდეთ... მე ასე ვშვრები... განსაკუთრებით ეს ეხებათ მეზობლებს... ყოველ შემთხვევაში, ჩემს ინტერესში თურქეთ-ირანი და ზოგადად, ახლო აღმოსავლეთია... ისტერიკული წივილ-კივილი და უშედეგო პარჭყვა არაა საჭირო... ტექნიკურად უნდა ვადევნოთ თვალი და არაფერი გამოვეპაროს... აბა, მარტო სესიაშვილის ბიჭის იმედზე მტერი იყოს... და თუ პასუხის გაცემაა საჭირო, ასევე, ტექნიკურად და ზრდილობიანად უნდა ვუპასუხოთ არგუმენტებით... ამისათვის საჭიროა ნეტში იჯდეს ჭკვიანი ხალხი და არა ტუპოი ოთხკუთხათავიანები, ვინც ქართველებს აბანძებს დაცვის მაგივრად...
აი, მაგალითად, ერთ ფაქტს გაგაცნობთ:
მოგეხსენებათ, ყველა ერს აქვს თავისი მითები და ყოფილ დიდ იმპერიებს მით უმეტეს თავისი ამბიციები... მისტირიან წარსულს და ასე შემდეგ... წინა გვერდზე "მანდილის"გოგოების ვიდეო რომ დავდე, ეგ ვიდეო არის ირანელის ატვირთული და აქვს ასეთი აღწერა (ნუ, ვიდეოსთან არაფერ კავშირშია, ზოგადად, საქართველოს ეხება)...
აი, ასეთია საშუალოსტატისტიური ირანელის პოზიცია... ტიპი წერს ასეთ რამეს:
"ირანის ტერიტორიიდან საქართველოს გამოყოფის მოკლე აღწერა
პეტრე დიდი წერდა - საქართველო და კავკასია ირანის მგრძნობიარე რეგიონია. მისი მოშორება ირანს დაასუსტებს ისე, რომ ვერცერთი ექიმი ვერ განკურნავს მას. რუსების გამოჩენამ ირანში კონფლიქტები გამოიწვია. ირანსა და რუსეთს შორის პირველი შეტაკება მაჰმუდ გულაიას დროს მოხდა (შაჰ სულთან ჰუსეინის მემკვიდრის). ნადირ-შაჰის დროს რუსების მოძრაობები ირანში უშედეგოდ დასრულდა, მაგრამ მოჰამედ ხანის და ყაჯართა სხვა სუსტი მმართველობის დროს რუსეთმა მოიპოვა გამარჯვებები და ირანის მიწების ნაწილი მიიტაცა. რუსეთთან ირანის დამარცხების და გოლესტანის და თურქმანჩაის სამარცხვინო ზავების შემდეგ, ირანის ლამაზი თავი - საქართველო ირანს მკერდიდან მოაჭრეს. საბჭოთა კავშირში კომუნისტური რეჟიმის დამხობის და ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების შემდეგ, ირანში ეროვნული ხელისუფლების არარსებობის გამო, ვერ იქნა გამოყენებული წართმეული მიწების,მათ შორის საქართველოს დაბრუნების შანსი."
ტიპი თავის ხელისუფლებას ლანძღავს, შანსი გაუშვეს ხელიდანო...

რა ვი, ჩემთვის საინტერესოა-ხოლმე ამ ყველაფრის გაცნობა... საქმე საქმეზე რომ მიდგეს, მეცოდინება რა უნდა ვუპასუხო და რა უნდა გავაკეთო, როგორც მინიმუმ...