#51911698 · 28 Dec 2017, 22:39  ·  · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი 
        
         PAINKILLER
  | QUOTE  |  | ჩემი მეგობარი და მისი ოჯახი ძლივს გადაურჩა სიკვდილს, სამზარეულოში დამონტაჟებული "კალონკის" გამო, რომელსაც გამწოვი მილი საერთოდ არ ჰქონდა, პერიოდულად ანიავებდნენ ხოლმე მაგრამ ერთხელ დიდი ხნით მოუწიათ ჩართვა (სადღაც 1 საათით) და ბლომად CO დაგროვდა, კიდევ კარგი დიდი ბინა აქვთ და ყველგან ერთნაირი კონცენტრაციით არ გავრცელდა მხუთავი აირი, 2 ადამიანი რომ გაითიშა მერე მიხვდნენ რომ მოიწამლნენ და ყველა კარი და ფანჯარა გააღეს და სასწრაფოს გამოუძახეს.... |  
  მასეთი "კალონკა" უნდა გადააგდო. წესით კი მაგას ინსტრუქციაში ეწერება, რომ მხოლოდ მოკლე დროით, რამდენიმე წუთით, შეიძლება ჩართვა, მაგალითად თეფშის გასარეცხად და არა საბანაოდ. ადრე იყიდებოდა ეგრეთები მილის გარეშე დაბალი სიმძლავრისაა და მოკლე დროში უნდა გამოიყენო და არა 1 საათი.
  თუ ინსტრუქციას იცავ, კალონკა საშიში არაა.
  gochino80
 
 | QUOTE  |  | მე მაქვს ე.წ კარმის კალონკა სამზარეულოში 11 წელია, მანამდე საბჭოთა ეყენა და საკვამურიც აქვს სპეციალური სადაც შეერთებულია მილი და ყაზტრანსგაზი მაინც მიტრაკებს არ უნდა გეყენოსო და თუ არ მოხსნი დაგილუქავთო და იმხელა კედლები აქვს ბინას ცენტრალური გათბობის ქვაბი ფიზიკურად ვერ ყენდება და მაგას რომ ვეუბნები არის ალტერნატივაო და რა ალტერბატივაა არ მეუბნებიან  |  
  ღია წვის ხელსაწყოები ზოგადად ვერ აიკრძალება (გაზქურა და კალონკა), მთავარია ინსტრუქცია დაიცვა- გაწევა უნდა ქონდეს კარგი. არ უნდა იყოს დაყენებული დახურულ ოთახში, ოთახს უნდა ქონდეს სარკმელი, რომელიც გარეთ გადის. ზოგ ქვეყანაში ბუხარშია დაშვებული გაზის ანთება. მთავარია, რომ ამ ხელსაწყოებს მოხმარების მოკლე ვადა აქვთ და უყურადღებოდ არავინ ტოვებს. მაგალითად ღამე ან სახლი როცა დაკეტილია, გაზქურა და კალონკა არ მუშაობს.
  აი გამათბობელი კი არ შეიძლება ღია წვის, იმიტომ რომ ის მუდამ შეიძლება იყოს ჩართული.   
        
        
       |