Infiniკარგა ხანია ეს ტელეფონი მაქვს და ქართული შრიფტის დაყენება მეზარებოდა. მადლობა რომ ,,მაიძულე“. გადავწყვიტე ,,პროსტინა“ დავწერო და ქართულად ჯობია, მაინც...
პირველ რიგში შენი თავხედობა მანცვიფრებს კეთილო კაცო. მე-6 პოსტი მაქვს ამ თემაში, ეს მეშვიდე იქნება, შენ კიდე 56 პოსტი გაქვს დაწერილი და კიდე მე მამუნათებ ,,არ დაიღალე“-ო ? ნამუსი ის ძროხაა რომელიც არც ამ თემის პირველ გვერდზე განთავსებული ვიდეოს გადამღებს გააჩნია და არც შენ.
მოდი მთავარზე გადავიდეთ.
ჯერ ეგ ვიდეო განვიხილოთ და მერე ის კარდუიზმი რასაც შენი და შენი მიმდევრები ამ თემაში ეწევით.
ვისაც კი ჰქონია შეხება ე.წ. ოპერმუშაკებთან იცის რომ მათი უმრავლესობა საკმაოდ აგრესიულად და გამომწვევად იქცევა. რადიკალურად განსხვავდებიან იგივე საპატრულო ეკიპაჟებისგან. ანუ გაგაჩერებენ და ისე შემოდიან კონტაქტში თითქოს ის უუფლებო ნივთი ხარ, რომელიც შეუძლიათ აიღონ და გვერდით გადადონ. 1-2 ჯერ მქონია მათთან შეხება და ყოველთვის მიჩნდებოდა მინიმუმ პროტესტის გრძნობა მათი ხეპრე ქცევის გამო.
რატომ ხდება ასე ? იმიტომ რომ სამართალდამცავ ორგანოებში იყო, არის და ალბათ იქნება ,,ძაღლების“ კატეგორია. პატარა ადამიანები, რომელთაც სახელმწიფოს მიერ მიცემული უფლებები იმდენად უვარდებათ თავში, რომ ამ უფლებებს ხშირად ამეტებენ.
რა ჩანს მაგ ვიდეოში ? რატიანი მხოლოდ მთვრალი არაა მანდ, რატიანს გადაკეტილი აქვს. ზვიადთან არ ვმეგობრობ მაგრამ პირადად ვიცნობ, სუფრაზეც მინახავს, მთვრალიც მინახავს და ძალიან მიკვირს მისი ამხელა აგრესია. იცი როგორი ტიპია ? გეგონება თავისი არსებობაც ერიდებაო. არის ასეთი კატეგორია, თავსაფრიანი დედაკაცის მსგავსი ... (რატიანის პოეზია შენ არ გაგიგია, ილფი და პეტროვი შენ არ წაგიკითხავს მაგრამ იმედია ეს მაინც იცი) მაგრამ მანდ რატიანს გადაკეტილი აქვს და აფექტშია.
მაგ ვიდეოს გადამღებ-გამომქვეყნებელმა კარგად იმუშავა, დაგანახათ პირუტყვად გადაქცეული ადამიანის ქცევა და შექმნა საზოგადოებაში აზრი ,,აი ხალხო, როგორ ცუდად იქცევა, განა ასეთი ადამიანი დასაკავებელი არ იყოო?!“ და იმ ხალხს, ვისი გონებაც ვიწროა ან ვინც ბრიგადნიკები არიან რომ ყველაფერი ცუდი თუ კარგი გააპრავონ, მიმართულება მისცეს.
ჰოდა აპრავებთ.
თქვენ ცდილობთ ყურადღების მიღმა დარჩეს უფრო მთავარი რაც არის ამ ,,ქეისში“, რატომ მივიდა რატიანი ამ მდგომარეობამდე? იმიტომ რომ დათვრა და პათოლოგია? არა. იმიტომ რომ ამ მდგომარეობამდე რატიანი მიიყვანეს.
რატომ ადევს ვიდეოში რატიანის სახეს ბლარი? არასრულწლოვანია? არ ვიცით მისი ვინაობა და ანონიმურად გვინდა რომ დარჩეს? სახე ისე აქვს ბრაზით დაღმეჭილი , ბლარის დამდები მაყურებლის სულიერ კომფორტზე ზრუნავდა? თუ იმიტომ რომ რატიანი ამ დროს უკვე კარგად გაძუყნულია, ეს ყველაფერი გამოჩნდებოდა ?
ადამიანი რომელსაც ისე აქვს გადაკეტილი, რომ ,,ნიპრიჩიომ“ მყოფ პატრიარქს აგინებს ამ ვიდეოში ორჯერ ამბობს ,,მეტი თქვენი დედაც #####ან რაც შეურაცხყოფა არ მოგიყენებიათ“ და ,,მცემესო“. როგორ ფიქრობ კეთილო კაცო, მთვრალი და გადაკეტილ მდგომარეობაში არსებული ტიპი ამ დროს იმაზე ფიქრობს ,,ამ კეთილ პოლიციელებს სულ ტყუილად ვაგინე მაგრამ ახლა ვიდეოს მიღებენ და ხვალ რომ გაპრავდეს ერთი ორჯერ ვიტყვი რომ მცემეს და ჩემს სიმართლეს დავამტკიცებო“? არა. ვიდეოს გადაღების მომენტში რატიანი უკვე იმდენად ,,გადაჯეგილია“ სულიერად და ისეთ კონდიციამდეა მიყვანილი მისთვის სულერთია პატრიარქს შეაგინებს თუ კიმ ჩენ ინს, შეურაცხყოფილია, დამცირებულია და სასოწარკვეთილია. მაგრამ ინსტიქტების დონეზე ,,ჩვენ ხომ არ გაგინებთ მოქალაქევ“-ზე მაინც რეაგირებს ავტომატურად იმიტომ რომ ტყუილს ეუბნებიან.
ზვიადი მაგ ვიდეოში პირუტყვივით იქცევა, კი, მაგრამ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება მიიყვანო ამ ზომამდე, ,,მით უფრო მთვრალი“ და მავანს ეს ძალიან კარგად გამოუვიდა. შენგან განსხვავებით , რომელიც ამბრაზურასავით ეფარება მოძალადე ,,ძაღლს“ (და არა პოლიციელს, ასეთი ხალხის არსებობა პოლიციაში, პირველ რიგში პოლიციელს შეურაცხყოფს) მე არ ვიცავ რატიანის ამ ქმედებას, მაგრამ მე მესმის მისი ქცევის და ვხვდები რომ ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს.
ძალიან მარტივია, მივიდოდნენ ოპერები და აგდებულად მოექცეოდნენ ან შეელაპარაკებოდნენ, ისიც მთვრალი ალბათ ტანკში იჯდა და შეეპასუხა, ამათ შეპასუხება როგორ უნდა კადრო, ადგნენ და გაძუყნეს, რომ მიხვდნენ უი ცნობილი ტიპი ყოფილა და დაგვენძრევაო, ვიდეო გადაუღეს სადაც თვითონ ანგელოზებთან ტყნაურობენ, რატიანი კი ჯოჯოხეთის კუპრში იხარშება. ამას ვხედავ მე მაგ ვიდეოში.
ახლა ყველაზე მთავარზე გადავიდეთ, კარდუიზმზე.
მე მესმის რომ ჩვენს ქვეყანაში ადვილია ადამიანის აზრებით მანიპულირება, ნებისმიერი ქმედებისთვის პოლიტიკური იარლიყის მიკერება შეუძლიათ პოლიტიკურ ძალებს თუ პოლიტიკური ძალების კიკუ ჟურნალიუგებს და ხელისუფლებას, ოპოზიციას თუ ,,არავისტებს“ ყოველთვის ჰყავთ ე.წ. ბრიგადნიკები რომლებიც ყველაფერს აპრავებენ ან პირიქით ლაფში სვრიან, მაგრამ არის კი ეს ის შემთხვევა როცა ბრიგადნიკებმა ასეთი მობილიზება უნდა გააკეთოთ?! შენდა სამწუხაროდ არ არის, თუმცა ეს შენ არ გესმის.
პოლიციელის პირველი ფუნქცია არის ის, რომ ის სამართალდამცავია. ის იცავს წესრიგს ქვეყანაში, იცავს კანონს, და შესაბამისად იცავს საზოგადოებას. როდესაც პოლიციელი თავად არღვევს იმ კანონს რომელიც მან უნდა დაიცვას და დამნაშავეს კი არ ანეიტრალებს, თავად იქცევა როგორც დამნაშავე ეს კეთილო კაცო პოლნი პიზდეცია. ეს არ პრავდება. ასეთი პოლიციელი ნებისმიერ დამნაშავეზე უფრო უარესია და სახელმწიფო თუ საზოგადოება ან თქვენ ბრიგადნიკები პირველ რიგში უნდა ებრძოდეთ ასეთ ხალხს, და მათ ქმედებებს.
მე ისიც მესმის, რომ პოლიციაში ბევრი ღირსეული ადამიანია და ძალიან ბევრი ოპო ბრიგადნიკი სპეციალურად ქმნის მახინჯ ფონს მათი იმიჯის შელახვისთვის, მაგრამ ეს დედა#####ული შემთხვევა ის შემთხვევაა როცა კი არ უნდა დაიცვა მოძალადე, მისი დასჯა უნდა მოითხოვო. ვიმეორებ სამწუხაროდ არის ასეთი ,,ძაღლების“ კატეგორია სამართალდამცავ ორგანოებში, რომლებიც კი არ უნდა გაპრავდნენ, არამედ რომლებსაც უნდა ვებრძოლოთ რომ პოლიციაში მარტო ღირსეული ხალხი დარჩეს რომელიც საზოგადოების კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული. თუ არადა ისევ ცოცხებამდე მიხვალ.
ამიტომ არ მესმის რა გრჯის შენ და რა რჯით შენნაირებს რომ ამ მესიჯებს ისვრით აქ... ქვეყანა არაა ხელისუფლების ან ოპოზიციის, ქვეყანა არაა რომელიმე პარტიის ან პოლიტიკური პირის, ქვეყანა არის ხალხის და თუ ქვეყნის და ხალხის კეთილდღეობა გინდა, ამ ###ობას კი არ უნდა აპრავებდეთ, გამოძიებას უნდა ითხოვდეთ ნორმალურს და მოძალადე ,,სამართალდამცველის“ დასჯას.
მარტო ვიწრო პარტიული თუ კუჭური ინტერესებით ნუ აზროვნებთ ამის დედაც #####ან, წინ გაიხედეთ, თქვენ ცხოვრობთ აქ, თქვენი შვილები ცხოვრობენ ან იცხოვრებენ, თქვენი ნათესავები, დღეს ვიღაც მოძალადის წახალისება ისევ რომელიმე მათგანს დახვდება წინ და თქვენი წვლილიც დიდი იქნება ამაში, იმიტომ რომ როცა ხმა იყო ამოსაღები მოძალადე კი არ გაკიცხე, არამედ დაიცავი.
რატომ არ გესმით რომ ამ გაპრავებით პოლიციას კი არ იცავთ, პირიქით მას ჩრდილს აყენებთ. იმ ხალხის პოლიციაში დარჩენით ვინც მოძალადეა, ისევ პოლიციის იმიჯი ილახება და მათი დაცვით მოძალადეების წახალისება ხდება.
ადამიანი როცა თავში წამოგარტყამს თუ ხელი არ მიატეხე და გაუტარე, ხვალ პანღურს ამოგკრავს, ზეგ პირში მოგცემს...
გაკიცხეთ რატიანი, კი ბატონო, მაგრამ იმ არაკაცებზე რატო სიტყვა არ დაგცდებათ ვინც ამ ზომამდე მიიყვანა და ადამიანი პირუტყვად აქცია?!
პოლიციელს, ზოგადად ძალიან დიდი ძალაუფლება აქვს, კანონის ფარგლებში ადამიანის მოკვლაც კი შეუძლია, ამიტომ უნდა იყოდ საზოგადოების მუდმივი კონტროლის ქვეშ... ეს რატიანი იყო და გახმაურდა მაგრამ რამდენი ისეთი არარატიანი რომელიც ტყუილაც დაიჩაგრება?!
მე მინდა ჩემი პოლიცია მიცავდეს და არა მცემდეს, შეურაცხყოფას მაყენებდეს ან/და მამცირებდეს.. და თუნდაც 1 ასეთი პოლიციელის არსებობა უტყნავს დედას პოლიციის იმიჯს. ასეთი პოლიციელის არსებობა ამახინჯებს ხალხის თვალში პოლიციის ინსტიტუტს, ამიტომ კი ნუ იცავთ, ებრძოლეთ!
გადავხედე პოსტს და კარგად კი ვიმეორებ ერთიდაიგივეს სხვადასხვა აბზაცში მაგრამ პოხუი. ღამის 4 საათი ხდება და მეპატიება.
რატო არ გაქვთ ინტერესი რომ უკეთესი ქვეყანა, ერი თუ საზოგადოება ვიყოთ ამის დედა ვატირე და რატომ უნდა ლამის ვქადაგებდე იმას, რაც ისედაც ძალიან მარტივია და ყველას უნდა ესმოდეს.
რეიზა?!
ხრენ ივო ზნაეტ.
მაგრამ, სირცხვილიააა...