#51907350 · 28 Dec 2017, 02:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
c.h.I.g.u.r.h.
QUOTE | და რეგიონში დასაყრდენი ჩვენი ქვეყანაღა რჩება და ეგაა გასაკვირი რას ელოდებიან. აი რაღაც რო მოხდეს და კურსი იცვალოს საქართველომ და თურქეთთსაც ბოლომდე აერიოს რამსები მერე ფაქტიურად რეგიონში პლაცდარმი აღარ ეყოლებათ... |
საქართველო სომხეთიდან და თვითონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის სამხედრო ბაზების კონტროლის ქვეშ არის, რასაც საფუძვლად უდევს რუსეთის კატეგორიული განაცხადი, რომ ის კავკასიიდან არ გავა, ანუ აქ არ დაუშვებს უცხო ძალას. ამ ვითარების შეცვლას სჭირდება ამერიკის რადიკალური დაპირისპირება რუსეთთან კავკასიაში, რაც მასშტაბური ომის პერსპექტივას ნიშნავს და ამის შესანიშნავი შანსი ჰქონდა ამერიკას 2008 წლის აგვისტოში, როცა რუსეთს მართლაც მოძველებული იარაღის მქონე შედარებით დაბალი ბრძოლისუნარიანი არმია ჰყავდა, მაგრამ მაშინ ეს ვერ გაბედა აშშ-მ და ახლა, მითუმეტეს, ვერ გაბედავს, როცა რუსეთმა ბოლო წლებში მოახერხა ყირიმის თავის სამხედრო ბაზად ქცევა და მისი საშუალებით შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე კონტროლის გამყარება, არმიის საკმაოდ მასშტაბური მოდერნიზება და იარაღის ბევრად თანამედროვე კომპლექსებით მომარაგება.
This post has been edited by webtura on 28 Dec 2017, 02:07
|