
კი ასეა, ოცნების სისხლიანი 5 წელის გამართლება ადვილია
#სისხლიანი #ხუთი #წელი
1.ხატია ძნელაძე - 2013 წლის 18 სექტემბერი. - 28 წლის ხატია ძნელაძეს ზესტაფონის შესასვლელთან "მერსედესის" მარკის დიდი სიჩქარით მოძრავი მანქანა დაეჯახა, რომელსაც ენერგეტიკის მინისტრის დაცვის წევრი კახა ჭუმბურიძე მართავდა.თავიდანვე ითქვა რომ ავტომანქანის საჭეს კალაძე მართავდა თუმცა შემთხვევა თავის თავზე კალაძის მძღოლმა აიღო. მომხდარი უბედურ შემთხვევად გაფორმდა.
2.ავთო ბაგალიშვილი - 2016 წლის 30 სექტემბერი. (საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე) - 15 წლის მოზარდი მოკლეს ქართული ოცნების წინა საარჩევნო კონცერტზე 2016 წელს. “კონცერტის მიმდინარების დროს ბექა ოდიშარიას აქტივისტმა გულში დაჭრა 15 წლის ბიჭი რეპლიკის გამო – ოდიშარიამ კი კონცერტი გააგრძელა თითქოს არაფერი მომხდარიყო. პოლიციის და სუსის სპეციაულურმა ჯგუფმა საავადმყოფო ჩაკეტეს და ეს ფაქტი იქამდე დამალეს სანამ კონცერტი არ დასრულდა.
3.მამუკა მიქაუტაძე - 2013 წლის 6 ივლისი. - 2013 წლის 6 ივლისს თბილისის ზღვაზე 37 წლის მამუკა მიქაუტაძე მეთევზემ ხეზე ჩამომხრჩვალი აღმოაჩინა. ჩამოხრჩობამდე ერთი დღით ადრე მამუკა მიქაუტაძე თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებოდა, სადაც ჩვენება საკუთარი მეგობრის წინააღმდეგ წამების შედეგად მიაცემინეს. ზიზი ეძგვერაძე, მიქაუტაძის მეუღლე: - ვიზუალურად მხოლოდ სტრესი ეტყობოდა. მსგავსი განერვიულებული არ მინახავს. თვალები ჰქონდა ჩაწითლებულ-ჩასიასხლიანებული. არ უძინია ალბათ ნერვიულობისგან. თუ არ დაწერ ამ ყველაფერს 9-წლიანი გემუქრებაო. ზიზი ეძგვერაძე ამბობს, რომ იმ ღამეს მეუღლეს კიდევ ერთი უცნაურობა შენიშნა - მამაუკა მიქაუტაძემ ტელეფონი გამორთო, რადგან ვიღაცის ზარის ეშინოდა. გელა მანჯავიძის ინფორმაციით, მამაუკა მიუქაუტაძეს პოლიციის ზარების ეშინოდა ხოლო მიქაუტაძის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე გიორგი ბაქრაძე, რომელსაც პოლიციაში მიქაუტაძემ მისი წამების დეტალები უამბო. სამი კვირის შემდეგ ვაჟა-ფშაველაზე ავოფარეხში დამარხული აღმოაჩინეს. საქმე დრემდე გაუხსნელია.
4.გიორგი ბაქრაძე 2013 წლის 22 ივლისი. - მამუკა მიქაუტაძის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე გიორგი ბაქრაძე, რომელსაც პოლიციაში მიქაუტაძემ მისი წამების დეტალები უამბო. სამი კვირის შემდეგ ვაჟა-ფშაველაზე ავტოფარეხში დამარხული აღმოაჩინეს. საქმე დღემდე გაუხსნელია.
5.სოფო სეფიაშვილი - 2014 წლის 22 აგვისტო. - ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი სოფო სეფიაშვილის ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ მანქანას, რომლითაც გარდაცვლილი ოჯახთან ერთად მგზავრობდა, პოლიციელი „ოპელის“ მარკის მანქანით დაეჯახა. რევაზ თევდორაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ნამდვილად რომ არის, ეს უწყებაში “ნეტგაზეთს” დაუდასტურეს. სამინისტროში პოლიციელი თევდორაშვილი ჯერ კიდევ ინარჩუნებს თანამდებობას და არც ბრალდებულის სტატუსით სარგებლობს. ჯერჯერობით უცნობია ექსპერტიზის დასკვნა, იყო თუ არა ნასვამ მდგომარეობაში პოლიციელი, როცა საჭეს მართავდა. ავარიის შედეგად 24 წლის სოფო სეფიაშვილი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციელი ინარჩუნებს დღემდე თანამდებობას.
6.ჯიდო ფირცხელანი 2014 წლის 17 აგვისტო. - რუსთავის #6 დაწესებულებაში მსჯავრდებულ ჯიდო ფირცხელიანის გარდაცვალების საქმე დღემდე ბურუსითაა მოცული. "მსჯავრდებული ყელის არეში მიყენებული დაზიანებით საპირფარეშოში თანამესაკნეებმა მოკლული იპოვეს.
7.გიორგი ასანიძე - 2014 წლის 3 სეტემბერი. გიორგი ასანიძე ნაპოვნი იქნა სამხედრო ნაწილის მორიგის მიერ. მას ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული. საქმე დღემდე გაუხსნელია.
8.მირზა ბუჩუაძე - 2014 წლის 3 ოქტომბერი. - 22 წლის. მოკლული იქნა პოლიციის მიერ ნასროლი ტყვიით. ტყვია კეფაში უკნიდან დამიზნებით მოარტყეს და მაშინვე შსს გაავრცელა განცხადება, რომ თითქოს ბუჩუაძე ქურდობაში იყო ეჭვმიტანილი და გაქცევისას საპატრულო ეკიპაჟზე ცდილობდა ავტომანქანის შეჯახებას.
9.შალვა თათუხაშვილი - 2014 წლის 5 აპრილი. -წამების შედეგად სახლში გარდაიცვალა. გარდაცვლილი შალვა თათუხაშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ იგი მისი ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას წინააღმდეგ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების შეცვლას აპირებდა სასამართლოს წინაშე, რის გამოც იგი პროკურატურამ თავიდან მოიშორა.
0.სალომე ჯორბენაძე - 2014 წლის 25 ივლისი. 22 წლის გოგონას მკველობაში ბრალდებული ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შსს-ს მოქმედი თანამშრომელია. მკვლელობა პოლიციელმა ტაბელური იარაღიდან გასროლით ჩაიდინა.
11.სერგო უბილავა - 2014 წლის 17 მარტი. - დააპატიმრეს „კოდორი 2007“ მონაწილე სერგო უბილავა. აფხაზეთის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს ყოფილი უფროსი სერგო უბილავა 2003 წლიდან შინაგან ჯარში მსახურობდა. 2005-2012 წლებში - მუშაობდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარ სამმართველოში. იყო ომის ვეტერანი. „კოდორი 2007“-ის გარდა, უბილავა, ასევე, იყო ხურჩისა და სხვა მოწინააღმდეგის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციების მონაწილე. 2012 წლის 13 ნოემბერს აფხაზეთის კუდის თანამშრომელი სერგო უბილავა ალექსანდრე დანელიასთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა გაიტაცეს. ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ დაადასტურა. აქაც გატაცებიდან მხოლოდ 22 დღის შემდეგ, 2012 წლის 5 დეკემბერს, გაკეთდა ოფიციალური განცხადება ოფიცრების დაკავების შესახებ. „როცა ვერ მოიპოვეს მისგან სასურველი ჩვენება, დაიწყეს მედიკამენტოზური ზემოქმედება, რასაც ვერ გაუძლო სპეცრაზმელმა. უბილავა 2014 წლის 17 მარტს ციხეში გარდაიცვალა.
12.ზვიად ლაგვილავა - 2014 წლის 28 ოქტომბერი. - ასევე, ეჭვს იწვევს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სუსი-ს სპეცრაზმის უფორისის,ზვიად ლაგვილავას გარდაცვალების საეჭვო დეტალები. ლაგვილავა ასევე იყო კოდორის სპეცოპერაციის მონაწილე. როგორც ლაგვილავას საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მისი ადვოკატი მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით აცხადებს, ლაგვილავას მკვლელობა წინაწარ დაიგეგმა და განხორციელდა, კვალის დაფარვის მიზნით კი სუს-ის შენობაში დაზიანებული წყლის ავზი დამონტაჟდა, რომლის აფეთქებაც მოხდა და ინსცენირება მოეწყო, თითქოს ლაგვილავას გარდაცვალება ავზის აფეთქებამ გამოიწვია. ლაგვილავას ოჯახი და მისი ადვოკატი თვლიან, რომ ლაგვილავა მის ხელთ არსებული საიდუმლო ინფორმაციის გამო მოკლეს, რომელიც ზუგდიდში კონტრაბანდის შეტანასა და რეალიზებას ეხებოდა.
13.ალეკო დანელია - 2013 წლის 24 ნოემბერი. - დააკავეს ასევე, „კოდორი 2007“-ის მონაწილე აფხაზეთის კუდ-ის მაღალჩინოსანი ალექსანდრე დანელია, რომელსაც ჩვენება რომან შამათავას წინააღმდეგ ზეწოლით მიაცემინეს. თუმცა, ვიდრე შსს დანელიას დაკავების შესახებ ოფიციალურად განაცხადებდა, ის რამდენიმე დღე გამქრალი იყო. როგორც მოგვიანებით თვითონ თქვა, ის გატაცებული ჰყავდათ და კონსპირაციულად კითხავდნენ. მოგვიანებით კი დანელია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს - ოფიციალური ვერსიით, მან თავი მოიკლა. „დანელია იყო ომის ვეტერანი. ხურჩის და მოწინააღმდეგის მიერ კონტროლირებად სხვა ტერიტორიებზე ჩატარებული ანტი-ტერორისტული სპეცოპერაციების მონაწილე. სპეცოპერაცია „კოდორი-2007“-ის დროს ჰქონდა საძახისი „იუსტასი“, რომელიც შემდეგ შერჩა ზედმეტსახელად. 2012 წლის 13 ნოემბერს ალექსანდრე დანელია შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა გაიტაცეს. ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ არც მაშინ დაადასტურა. გატაცებიდან მხოლოდ 22 დღის შემდეგ, 2012 წლის 4 დეკემბერს, გაკეთდა ოფიციალური განცხადება მისი დაკავების შესახებ. 2013 წლის 20 ოქტომბერს, დაღუპვამდე რვა დღით ადრე, ალექსანდრე დანელიამ განაცხადა, რომ ის და სერგო უბილავა იყვნენ გატაცებულნი. 2013 წლის 24 ნოემბერს ალექსანდრე დანელია ცეცხლსასროლი იარაღიდან მიღებული ორი ჭრილობის შედეგად გარდაცვლილი იპოვეს. მკვლელობას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ განხორციელებულია ორი გასროლა და ტყვია, რომელმაც დანელიას სიკვდილი გამოიწვია.
14.პატაა პავლიაშვილი - 2017 წლის 25 ოქტომბერი. - 33 წლის შსს - ს ვერსიით 2017 წლის 25 ოქტომბერს საღამოს, თბილისში, ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, მოქალაქეებმა მეზობლური კონფლიქტის გამო საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. შემთხვევის ადგილზე პატრულ-ინსპექტორები მივიდნენ. კონფლიქტში ახალგაზრდა კაცი ჩაერთო. სამართალდამცველებმა ის ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მიწაზე დააწვინეს, რა დროსაც ის შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. თუმცა ის პოლიციას დაკავებისას სავარაუდოდ შემოაკვდა. ასევე წაშალეს სამხრეკამერის ჩანაწერები. თვითმხილველები ამბობენ რომ პოლიციამ ძალა გადაამეტა და პავლიაშვილი მათ თხოვდა რომ ხელბორკილი აეხსნათ ვინაიდან ის ცუდად ხდებოდა. იმავე დღეს შსს - მ ვიდეო გაავრცელა სადაც მკვდარ პავლიაშვილის დისკრედიტირება სცადა (ფსიქოტროპული წამლების მომხმარებელი და ლოთი იყოო)
15.ბექა ხახუბია(ქართული ოცნების დეპუტატის შვილი) -2017 წლის 17 მაისი. - 21 წლის დიდი სისწრაფით მოძრავმა ბექა ხახუბიამ, რომელიც უკვე განათებული გვირაბიდან სიბნელეში გამოდიოდა, ვერ შეამჩნია პატრულის მიერ საგანგებოდ ჩახერგილი ტრაილერი და მას მაქსიმალური სიჩქარით შეეჯახა.
16.ამირან კვირიკაშვილი - 2017 წლის 7 ნოემბერი. - 07,11,2017 - ხარაგაულში 28 წლის ამირან კვირიკაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ოჯახის წევრები სუიციდის მიზეზად პოლიციის მხრიდან ზეწოლას ასაახელებენ. ოჯახის ახლობლები პირად საუბარში აცხადებენ, რომ ძმები კვირიკაშვილები ჯართს აგროვებდნენ და განყოფილებაში რამდენჯერმე სწორედ ამ საკითხზე დაიბარეს და სავარაუდოდ კონკრეტული პირების დასმენას სთხოვდნენ. გარდაცვლილის ახლობლები იხსენებენ, რომ პოლიციიდან დაბრუნების შემდეგ ამირან კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ან სამართალდამცავებს მოკლავდა ან თავს მოიკლავდა. კვირიკაშვილების ოჯახი სოციალურად დაუცველია.
17.დემურ სტურუა - 2016 წლის 8 აგვისტო. - 22 წლის დემურ სტურუამ 2016 წლის 8 აგვისტორ სამტრედიის რაიონში, სოფელ დაფნარში თავი ჩამოიხრჩო. მან დატოვა წერილი, რომლის თანახმადაც, ეს პოლიციელ დემურ თევზაძის ზეწოლის გამო გააკეთა.
18.ანდრო ბოჭორიშვილი - 2015 წლის 10 მარტი. - კახეთის საინფორმაციო ცენტრისთის ცნობილი გახდა, რომ თელავში 30 წლამდე ასაკის ანდრო ბოჭორიშვილი პოლიციის თანამშრომელმა მოკლა. კახეთის საოლქო პროკურორის მოადგილე ვაჟა მაღრაძე არ აკეთებს კომენტარს, დააკავეს თუ არა პოლიციის თანამშრომელი. კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის ცნობილია პოლიციის თანამშრომლის ვინაობაც, თუმცა რადგან შს სამინისტრო მომხდარზე ჯერ კომენტარს არ აკეთებს. თელავში მკვლელობა ე.წ. „სამხედრო ქალაქთან“ მოხდა. თუმცა ასევე შემთხვევის ადგილზე მძიმედ დაიჭრეს ანდრო ბოჭორიშვილის ძმა ირაკლი ბოჭორიშვილიც. საქმის დეტალები დღემდე უცნობია.
19.ლევან აბზიანიძე - 2015 წლის 17 ივნისი. - ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე ერთ–ერთ სკვერში 56 წლის ლევან აბზიანიძე გარდაცვლილი იპოვეს. როგორც გარდაცვლილის ახლობლები topnews.com.ge-სთან საუბრისას აცხადებენ მამაკაცი სამართალდამცველებმა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, იქ დიდი რაოდენობით შარდმდენი აბები დაალევინეს, რის შემდეგადაც მამაკაცი გარდაიცვალა. "საწყალ კაცს ბევრი შარდმდენის წამლები დაალევინეს, უთხრეს უნდა შეგამოწმოთ წამალზეო. როცა განყოფილებიდან გამოვიდა წნევა დაუვარდა და ქუჩაში სკამზე გარდაიცვალა.
20.სერგო ბექაური 2015 წლის 23 სექტემბერი. - 32 წლის. მოკლული იქნა სპეცოპერაციისას თეთრიწყაროს რაიონის სოფელ დრეში 2015 წლის 23 სექტემბერს. ბექაური ეჭვმიტანილი იყო დანაშაულში თუმცა დღემდე მას ეს დანაშაული არ დაუმტკიცდა. სპეცოპერაცია გამთენიისას ჩატარდა და პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმი ბექაურს მძინარეს დაადგნენ. თუმცა ბექაურმა მოახერხა და სახლის უკნა კარიდან მიმალვა სცადა და უკნა ეზოში თავი თივის ზვინს შეაფარა. პოლიციის განცხადებით მათ არაერთხელ მოუწოდეს ბექაურს ჩაბარა თუმცა ის არ დანებდა და მათივე თქმით ბექაურმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნა და ბოლოს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თუმცა ექსპერტიზით დადგენილი არის რომ ბექაურს 16 ტყვია აქვს მოხვედრილი. ოჯახი დღემდე არ ენდობა გამოძიებას და ცალსახად აცხადებს რომ სერგო ბექაური სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა და პოლიციამ მოკლა. ბექაურს თან არანაირი იარაღი არ ქონია და პოლიციამ მას ავტომატი მოკვლის შემდეგ ადგილზე დაუდო. ხოლო ჩხრეკის სედეგად ბექაურის სახში არანაირი ტყვია და იარაღის კვალი არ აღმოჩნდა. ამ მძმე ფაქტს ისიც დაემატა რომ სერგო ბექაურის დაკრძალვის დღეს ოჯახის მამა ნერვიულობის ნიადაგზე გულის შეტევით გარდაიცვალა.
21.ეროსი კიწმარიშვილი - 2015 წლის 15 ივლისი. - ეროსი კიწმარიშვილი, ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ყოფილი მფლობელი და რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, რომელიც თავში მოხვედრილი ტყვიით გარდაიცვალა. კიწმარიშვილი 15 ივლისს იპოვნეს გარდაცვლილი საკუთარ მანქანაში, რომელიც ვაკეში მისი საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხში ეყენა; იგი მძღოლის სავარძელში იჯდა და ღვედი ჰქონდა შეკრული; მას ერთადერთი მიბჯენით ნასროლი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული თავის არეში.
წყარო
http://fti.ge/რეჟიმის-მი...