ირანის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისათვის მომიტინგეთა შორის დაღუპულია 22 მომიტინგე, ხოლო სპეცრაზმიდან დაიღუპა 1 სპეცრაზმელი
ასევე, უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით მხოლოდ თეირანში დაკავებულია 450-ზე მეტი მომიტინგე, მთელი ქვეყნის მაშტაბით კი დაკავებულთა რიცხვი 1 000-ს აჭარბებს
მომიტინგეთა განცხადებით კი ხელისუფლება მალავს დაღუპულთა და დაკავებულთა რაოდენობას, მათი თქმით დაღუპულია მინიმუმ 30 მომიტინგე, დაპატიმრებულია 2 000-ზე მეტი და კიდევ 500-ზე მეტი გაუჩინარებულია და ვერ ხერხდება მათი პოვნა
უშიშროების სამსახურის თქმით, მომიტინგეთა ყველა ძალადობრივი ქმედება აღკვეთილია, წარმატებით მიმდინარეობს რადიკალი და დამნაშავე მომიტინგეების იდენტიფიცირება და შემდეგ უკვე მათი დაპატიმრება სხვადასხვა ლოკაციებზე
სიტუაცია 100%-ით კონტროლს ექვემდებარება და საპოლიციო ძალები ახერხებენ რაიმე სხვა დამატებითი ძალების გარეშე სიტუაციის დაჭერას კონსტიტუციურ ფარგლებში
ამ ეტაპამდე არ მომხდარა ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის ჩართვა მოვლენებშიო, საპოლიციო ძალების მეშვეობით ხდება კონტროლის დაჭერაო
ეს არის ირანის ხელისუფლების ოფიციალური განცხადება
პ.ს ტყუილია, რომ იარაღის საწყობებს, პოლიციის შენობებს, ციხეებს და ა,შ დაეცნენ მომიტინგეები და შეძლეს იარაღის გატანა ან პატიმრების განთავისუფლება
არცერთი ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, გუშინ იყო მცდელობა ქალაქ ქაჰრედიჯანში პოლიციის იზოლატორში ძალისმიერი შესვლისა, მარა სწორედ მანდ დაიწყო სროლა სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ და დაიღუპა 6 მომიტინგე, სხვა არცერთ ქალაქში ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია
სპეცრაზმელი კი დაიღუპა ქალაქ ისპაჰანში და მას ერთ-ერთმა მომიტინგემ ესროლა საკუთარი სანადირო თოფიდან, რომელიც უკვე დაპატიმრებულია
Iran's supreme leader has accused the country's enemies of stirring days of protests that have claimed at least 22 lives.
http://www.bbc.com/news/world-middle-east-42539445 This post has been edited by DIDGORI-GEO on 2 Jan 2018, 15:18