მოკლედ, მორჩა ყველაფერიო:
The head of Iran's Revolutionary Guards has declared the defeat of the "sedition" in the country, referring to a wave of anti-government protests.
Maj Gen Mohammad Ali Jafari made the announcement as tens of thousands of people attended pro-government rallies called to counter the unrest.
It began last Thursday in the city of Mashhad and has seen 21 people killed.
The protests were initially against price rises and corruption, but turned to wider anti-government sentiment.
ძალიან სწრაფად მოაყომარეს... აშკარად არ გამოვიდა ხალხი... საინტერესო იქნება მიზეზები დაწერონ კომპეტენტურმა ექსპერტებმა... ან თუ ვინმე დაწერს, აქ დააკოპირეთ...
კონსტანტინე გამსახურდიას (ზვიადის შვილს) ჰქონია კარგი სტატუსი... მე ახლა ვნახე და უკვე მოძველებულია, მაგრამ საინტერესო აქცენტებია და მაინც დავდებ.
ამას წერს კონსტანტინე გამსახურდია:
"იბრაჰიმ რაისი, ოპოზიციის ლიდერი ვერ არის იმდენად ძლიერი, რომ აიათოლების ხუნტა გადასწონოს. ასევე არავინ იცის, რას მოიმოქმედებს ისლამური რევოლუციის "გუშაგთა" 120 ათას კაციანი კორპუსი.
მოვლენათა ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას უნდა გააჩნდეს მკაფიო, მომავალზე ორიენტირებული და საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე მორგებული პოზიციონირება ირანის საკითხებში.
1. არავითარი ლტოლვილების მიღება, იმიტომ, რომ მათი რაოდენობა თავისუფლად შეიძლება ასცდეს ასობით ათასს. ირანელებს შეუძლიათ ეთნო-კულტურული თვალსაზრისით მონათესავე ქვეყნებს მიმართონ - ტაჯიკეთს, ინდოეთს, პაკისტანს, ყატარს და ა.შ. ქვეყნის საზღვრები მაქსიმალურად უნდა გაკონტროლდეს.
2. თუკი მაინც მოგვიწევს დასავლეთის ზეწოლით ლტოლვილთა გარკვეული კვოტის მიღება - და ეს ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი პოზიციიდან გამომდინარე დაბალი უნდა იყოს - სანაცვლოდ უნდა მოვითხოვოთ ფერეიდნელი ქართველებისთვის მეტი შეღავათები და ადგილები მილი მეჯლისში. როგორც ცნობილია, ეს ეთნიკური ჯგუფი შედარებით ირანელ სომხებთან, ასირიელებთან, აზერბაიჯანელებთან და ებრაელ-სეფარდებთან დისკრიმინირებულია, ქართული ენა არაფრად არ ითვლება, მათ არც ავტონომიის მინაგვარი სტატუსი გააჩნიათ. არც ისტორიული, არც თანამედროვეობის ასპექტებიდან გამომდინარე ჩვენ არანაირად არ ვართ ირანის მოვალე."
სომხები რა რაოდენობით ცხოვრობენ ირანში, ხომ არავინ იცით?... და როგორც ვიცი, ქრისტიანები არიან, ხო?... მაგ პონტში აქვთ ალბათ პრივილეგიები, როგორც რელიგიურ უმცირესობას...
DIDGORI-GEOვაა, საინტერესოა ძალიან...
რაც მე ირანის თემას მოვწყდი, ბევრი რაღაცა შეცვლილა... ხელახლა უნდა ჩავუჯდე...
This post has been edited by მელკერი on 3 Jan 2018, 21:56