ეს ნაცები უსაზიზღრესი სექტაა, ბელადის სიყვარულის გამო ყველაფერზე წამსვლელი.

ერთ-ერთი სექტანტის პოსტი.
მოკლეს თემირლან მაჩალიკაშვილი..
ეძინა.. მივიდნენ და მძინარეს პირდაპირ შუბლი გაუხვრიტეს..
ჰოდა.. რისი კითხვა მინდოდა?!..
რაო თბილისმა, რა თქვა?!..
აღშფოთდა, გადაირია და დააანონსა უკვე ქუჩაში გასვლა და პროტესტი?!
100 000 კაცის დარაზმვა და დღედაღამ ქუჩაში დგომა „მკვლელების" ძახილით?!..
ააა, თუმცა.. ის ხომ ერთი „სოფლელი" ქისტი ბიჭი იყო..
თანაც „ლიმონკა" ეჭირაო, კაცო, ხელში..
ყურში ჩაესმის ბიძინას ძახილი თბილისს..
ჰოდა, აღარ უნდა მტყუან-მართალს გარჩევაო!.. და მორჩაო!..
ასე გადაწყვიტა და გაი-სუსა სოლოლაკიდან გზავნილით თბილისი!..
ვინ თქვა ეჭირაო? - არავინ იცის.. რატომ ეჭირაო? - არც გაგება უნდა თბილისს!..
ტერორისტებთან მეგობრობდაო - სიტყვა დააგდო ხელისუფლებამ!..
ესე იგი დამნაშავეაო! - ზედ ბეჭედი დაუსვეს მყისვე!..
ტერორისტები ვინ შემოიყვანა - არავის უკითხავს ჯერაც!
თავისუფლად რომ სეირნობდნენ - არც ამით შეწუხებულა ვინმე!
თავში ქვა უხლიათ, ჩვენ კარგად ვიყოთო - ასეთი ხასიათი აქვს თბილისს!
ბრალი ვინმემ ნახა თემირლანის? - ბრალი არ აინტერესებს თბილისს!
რა ბრალი, რის ბრალი?! - ტერორისტებს იცნობდაო ბიჭი!.
კალაძე რომ „8 სულ ქურდს" ეხუტებოდა, კალაძეც ქურდი იყო, მაშინ?!
ოოო... ეგ უკვე ზედმეტიაო - დაიბღვირა თბილისმა!..
ეგ რა შუაშიაო - უცბად იმართლა თავი!..
მოკლეს ქისტი ბიჭი მაჩალიკაშვილი..
არავინ იცის, რისთვის...
თბილისი მაგაზე არ იდარდებს... არც ცრემლს გაატანს შორს.. იქით..
.......
თემირლანს,
იარაღგამოტენილი „ბმვ"-თი არ უგრიალია თბილისში, კრიმინალი მამის შვილი და თავადაც ელიტ-კრიმინალი ვაზაგაშვილივით..
არც „შარდენზე" შესეირნებულა დროის გასატარებლად და შეზარხოშებულ მდგომარეობაში იმ „საძულველი" ხელისუფლების პოლიციისთვის არ უგინებია ელიტ-გირგვლიანივით.
არც იარაღებით მყოფ თბილისელ ნაცნობ კრიმინალებთან ერთად არ მჯდარა მანქანაში ელიტ-რობაქიძესავით.
ერთი ქისტი ბიჭი იყო.. აგერ, შუბლის გახვრეტამდე წინა დღეს, სოფელში ლობიოს დასათესად საჭირო სარების ტარებით მოუწყვეტია წელი და ისე დაუძინია დაღლილს..
არც ელიტური იყო და არც პეროიანი!
ჰოდა, აბა რაის აღშფოთება, არა??!.. მოხდა რააა... სად არ მომხდარა?!..
დაიმარხება და მისი სიკვდილის ამბავიც მალე აღარ ემახსოვრება თბილისს..
რატომ???... იმიტომ!!!...
აქ სხვა ქალაქია, ძმაო!..
აქ ან იარაღგარჭობილმა უნდა ირბინო, ან პეროგარჭობილმა!
რომ „დაგაფასონ!"..
იარაღიც, პეროც და თუკი რამ ჰქონდათ გარჭობილ-შერჭობილი, ყველაფერი რომ გამოაძრეს ყველა მხრიდან ამ ძალადელიტას და თვითმარქვია არისტოკრატიას, იმიტომაც დაიმხეს მერე თავზე ქვეყანა და იმიტომაც დაანგრიეს სახელმწიფო!..
მოკლული თემირლანი??... ეჰ, მოგცლიათ!.. ერთი ქისტი ბიჭი იყო და ტერორისტი იქნებოდა, აბა რააა.... ასე უყვარს ფიქრი თბილისს..
თბილისი მას არ იტირებს და არც ჭირისუფლად დაუდგება მის ოჯახს!..
აქ სხვა ქალაქია, ძმაო!..
აქ ცრემლიც და ჭირისუფლობაც მოდაშია!..
აქ თანაგრძნობაც ელიტურობითაა!. სევდაც და დარდიც!..
ადამიანობაც!.. სამწუხაროდ...
" I know not with what weapons World War III will be fought, but world War IV will be fought with sticks and stones."
ამ ქვეყანას დედა აღარ ყავს. ნარიყალაზე ასაღებია ქართლის დედა და მის ადგილზე გიული ალასანიას ქანდაკება უნდა დაიდგას