პარტიის ჩამოყალიბება, პარტიული მუშაობა და განსაკუთრებით პარლამენტში პარტიული სამუშაო ძალიან სერიოზული საქმეა. მართალია პოლიტიკაში და პარლამენტში მოყფი სუბიექტების ამბსოლიტური უმრავლესობა ამა ასე არ აღიქვამს მაგრამ ეს მაინც ასეა - პარტია და პარლამენტი არის ძალიან დიდი პასუხიმგებლობა ქვეყნის და ხალხის წინაშე.
მზად ხარ ალეკო ამ ყველაფრისათვის?
თუ შენც მედროვე ვირთხებივით (რომლითაც სავსეა პარლამენტი, ხელისუფლება და საერთოდ ქართული პოლიტიკური ასპარეზი) აპირებ რომ საბიუჯეტო დაფინასება მოიპოვო, შენი დღევანდელი 10-15%-ით შეხვიდე პარლამენტში, მერე იქ ივაჭრო და ასე მოიწყო ცხოვრება?
ცოტა არაა ხალხი ვინც სწორედ ამ მოტივს ხედავს შენს განცხადებებში, შენს სამომავლო გეგმებში. რითი გააქარვებ ამ ეჭვებს, რითი დაამტკიცებ რომ მორიგი ზვიად ძიძგური ან გიგი წერეთელი არა ხარ?
რა გარანტიას მოგვცემ რომ შენც ისეთი ნაგავი არ გახდები როგორებითაც სავსეა (სულ ასე იყო) ჩვენი პარლამენტი?
ამ ტაპზე შენ ჩემი ალეკო არა ფერი გაქვს შენი პატიოსანი სახელის და ამომრჩევლის 10-15 % მხარდაჭერის გარდა.
არ არის ცოტა რესურსი, მაგრამ რას უზამ მას - სარფიანდ მოხდინო ამ რესურსი მონეტიზებას თუ მართლა ქვეყანას მოახმარ? ამ უკანსკნელისათვის უფრო მეტი და ცნდა და გამოცდილებაა საჭირო ვიდრე ახლა გაქვს.
ან კი რა იქნება შენისთანა კაცისაგან პარლამენტიდან ქვეყნისათვის გაკეთებული საქმე (იმის გათვალისწინებით რომ უმრავლესობით ნამდვილად ვერ მოხვალ) - ეკონომიკური პროექტი გავს რამე კარგი, საკანონმდებლო მუშაობის გამოცდილება გაქვს და ამ კუთხით იქნება შენგან სარგებელი? ალბათ არც ერთი. უფრო დიდი ალბათობა იმისა რომ შენს პატიოსან სახელს არაერთი მედროვე, შ ე ძ რ ე უ ლ ი პარაზიტი მიეტმასნება შენი ერთგული თანამებრძოლის სახით, შეძვრება პარლამენტში და იქნება როგორც არაერთი სხვა - უსაქმური და დალხენილი. კი, ასე იქნება შენ თუ არ გასწია ძალიან დიდი ძალისხმევა. ეს ხალხი ახლაც უკვე სენ გვერდითაა, უბრალოდ ჯერ თავის ნამდვილ სახეს არ გაოაჩენს
ჩემი სუბ. აზრით (ხო იცი მრჩეველთა შორის უმრჩველესი არა ვარ, ადრეც ვთქვი), ამ შენი პოლიტიკური კაპიტალით, რაც მოცემულ ეტაპზე გაქვს, ერთადერთი ასეთი კარგი საქმის გაკეთება შეგიძლია შენი ქვეყნისათვის -
პარლამენტში მოიყვანო და ქვეყნისათვის სასარგებლო საქმეში ქმედითად ჩართო ახალგაზრდა, განათლებული და პატიოსანი ხალხი. აი ის ხალგაზრდები, რომლებმაც სერიოზული განათლება მიიღეს დასავლურ უნივერსიტეტებში, გული ქვეყნისთვის ერჩოდათ და "ახვრულმა ოცნებამ", თავისი საბიძაშვილო-საძმაკაცო-სკადრო პოლიტიკით, თავისი უტიფრობითა და უგნურებით რომ ყველნაური იმედი გადაუწურა.
მოძებნე ასეთი კარგი ახალგაზრდები, დაახარჯე მათ ის ნდობა და რეიტინგი რაც გაქვს და შეიყვანე პარლამენტში ... და მერე შეეშვი, "ნაჩალნიკად" ნუ დაუდგები, ნუ დაამსგავსებ ნაცსექტის და ქოცნახირის რჩეულ "ახალ სახეებს".
აი ეს იქნება კარგი საქმე რაც შენ ნამდვილად შეგიძლია რომ გააკეთო.
პრეზიდენტობაზე ფიქრს და განცხადებებს შეეშვი. ვინ მაგისკენ გაქეზებს, იცოდე რომ ყველა შენი მტერია .... ყოველ შემთხვევაში მოკეთე ნამდვილად არ არის.