#52001666 · 15 Jan 2018, 12:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | ჩემი აზრით ასეთი მასიური რელიგიები თავისით ვერ განვითარდება და ვერ იფუნქციონირებს. აშკარად რაღაც დიდი ძალები დგანან და აკონტროლებენ ამ ყველაფერს კულისებიდან.
|
რა არის რელიგიები? მცნებები, წესები. რა არის სახელმწიფო? კანონები, წესები.
კანონებში და მცნებებში ცუდი არაფერი წერია, ანუ ბოროტებისკენ არ გვიბიძგებენ. მაგრამ ისინი_კანონებიც და წესებიც ირღვევა, და ხშირად ეს ხდება სწორედ მათგან ვისაც სამართალდამცავის ფორმა, ან ანაფორა აცვია. შედეგად ვიღებთ იმედგაცრუებას, უნდობლობას, უსამართლობის გრძნობა მატულობს..
ისინი კი, ვინც არღვევენ კვლავ ,,პოსტებზე'' რჩებიან. რაც სრულიად გვაძულებს ან გვამონებს მიწიერ თუ ზეციერ-შეთხზულ სამართლიან მეუფეს-მეფეს.
როცა ბოროტება დროულად არ ისჯება, რწმენა იკლებს და ქრება.
აი, ვინც ამის უკან დგას ისინი მართლა მოსაძებნია.
--------------------
უდიდესი თქვენს შორის თქვენი მსახური იყოს.
თორმეტმა ამირჩია. ერთზე გავიფიქრე იუდაა მეთქი და არ შევმცდარვარ.
ესენი უნდა მახსოვდეს.
|