გული არ აგიჩუყდეთ სვენებით წაიკითხეთ
https://facebook.com/story.php?story_fbid=2...518728798179316როდესაც დამაკავეს შენ იყავი ის ადამიანი, რომელსაც ჩემი ბოლომდე ჯეროდა.
როდესაც ორივემ გავიგეთ, რომ მინიმუმ 6 წელი მემუქრებოდა ციხეში ჯდომა, მოგწერე ციხიდან წერილი, რომ მიგეხედა შენი ცხოვრებისთვის... შენ კიდევ 1 კვირაში ციხეში გამომყევი ცოლად ❤
როდესაც 6 თვეში დავტოვე ციხე და ვიყავი ძალიან მძიმედ შენ აკეთებდი ყველაფერს, რომ მე ფიზიკურად ფეხზე დავმდგარიყავი და მუშაობდი 5 ადგილზე, რომ წამლები არ მომკლებოდა.
როდესაც დავიწყე ტაქსის მძღოლად მუშაობა შენ, შენი ლამაზი ხელებით მირეცხავდი და მასუფთავებინებდი შენივე მანქანას, რათა კომფორტულად მემუშავა❤
როდესაც ღამე დაღლილი ორივე სახლში მოვდიოდით ფეხზე დამდგარს გეძინა, მაგრამ მაინც გვერდით მეჯექი და მაწერინებდი სამეცნიერო სტატიებს.
როდესაც გირაოს ქვეშ მყოფისთვის, რომელსაც საბუთებიც კი არ მქონდა და არანაირი პერსპექტივა არანაირი სამსახურის, როდესაც ვიძინებდი ღამე ჩემს გარეშე აგზავნიდი ჩემს cv-ს და სამეცნიერო სტატიებს უნივერსიტეტებში❤ არ ნებდებოდი ❤ უბრალოდ გჯეროდა.
როდესაც საქართველოდან სამუდამოდ წასვლას ვფიქრობდი შენ ჩემგან მალულად ჩემს სამეცნიერო სტატიებს აგზავნიდი ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებში ❤
გირაოს ქვეშ მყოფი, როდესაც ჩემი მომავალი ძალიან ბუნდოვანი იყო 2 წლის განმავლობაში იჯექი, ასო-ასო ქექავდი ჩემს წინააღმდეგ წარმოებულ მრავალტომიან საქმეს და პოულობდი ჩემს სასარგებლო ნიუანსებს ❤
ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო და ეს ყველაფერი არის 100%-ით შენი დამსახურება ❤
სულ გვერდზე მედექი და მამხნევებდი, რომ ბოლომდე გვებრძოლა... შენ გჯეროდა ჩემი, რომ არ ვიყავი მექრთამე და ეს დადასტურდა. დადასტურდა რომ არ ვარ კორუმპირებული და მექრთამე და ეს შენი წყალობით მოხდა ❤
სულ მახსენდება შენი ქცევები... როდესაც სამეცნიერო ნაშრომების გაგზავნაზე მელაპარაკებოდი მე არც კი გისმენდი და უჩემოდ გააკეთე ის, რომ დღეს კავკასიის უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი ვარ