#52003082 · 15 Jan 2018, 16:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
წაშავდა კაი ბატონო რადგან ასე ითხოვთ. აი რამდენიმე არგუმენტი რატომ არის კავკასიური კონფედერაცია ფანტასტიკის სფერო.
1. რიგირ კავკასიური ერები ერთმანეთზე მამასისხლად არიან გადაკიდებულები. აზერები-სომხები, ოსები-ინგუშები. ამ ერებს შორის მტრობა გუშინ კი არ დაწყებულა აზერები და სომხები ერთმანეთს მტრობენ სულ მცირე 1 საუკუნეა. ოსები და ინგუშები საერთოდ რამდენიმე საუკუნეა ებრძვიან ერთმანეთს თაობებებმა და საუკუნეებმა გაიარა ურთიერთ ზიზღში როგორ აპირებთ მათ არათუ ერთ პოლიტიკურ სფეროში შეყვანას და თანამშრომლობას არამედ უბრალოდ დამეგობრებას. არ დავივიწყოთ ჩვენი და აფხაზების, ჩვენი და ოსები მტრობა ადვილად მოწესრიგდება ეს? ან ადიღეელებთან შევძლებთ საერთო ენის გამონახვას? მე მგონი არა.
2. კავკასიური ერები განვითარების ძალიან განსხვავებულ დონეებზე არიან. ჩვენთან ავად თუ კარგათ დემოკრატიაა და სეკულიარიზმი. სასომხეთში უარესად არის საქმე. აზერბაიჯანში საერთოდ ერთმა გვარმა აიღო მმართელობა ხელში და ძალაუფლების უზურპაცია მოახდინა. ჩეჩნეთში საერთოდ კოლაბორაციონისტული მთავრობა მართავს ტერორით ქვეყანას დანარჩენ ჩრდილო კავკასიურ რესპუბლიკებშიც არამგონია დიდად განსხვავებული იყოს. თუ ჩვენთან და სასომხეთში პირობითად ბურჟუაზია მხოლოდ ახლა იწყება, აზერბაიჯანში ფეოდალიზმია და ჩრდ კავკასიაში პირველ თემური წყობილება. რომელი სისტემით აპირებთ ასეთი მრავალფეროვანი ხალხების მართვას?
3. სხვადასხვა კავკასიურ ერებს სხვადასხვა ორიენტირი აქვთ. ჩვენ პროდასავლურები ვართ, სასომხეთი პრორუსული და ანტითურქული და აზერბაიჯანი გამოკვეთილად პროთურქული, ასე იყო 100 წლის წინაც, არაფერი არ შეცვლილა მას მერე. ვერანაირ ერთიან საგარეოპოლიტიკურ კურს და სტრატეგიას ვერ ჩამოვაყალიბებთ.
4. ბევრი ვიდეო არსებობს როგორ ველურად იქცევიან ჩრდ კავკასიელები მოსკოვში და რუსეთის სხვა ქალაქებში, ნაღდათ არ მინდა ეგ ბრბო თბილისში, ბათუმში ან ქუთაისში.
--------------------
Слава Україні, Героям слава!!! Слава нації. Смерть ворогам!!!
|