#52006272 · 16 Jan 2018, 02:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ის რომ სოფლები დაიცლება ეს ცალსახა და გარდაუვალია. დღეს ერთი კარგი ფერმერი მოიყვანს იმდენივე პროდუქტს, რამდენსაც 4-5 ქართული სოფელი ერთად. ამიტომ სოფლის მეურნეობაში ჩადებული ყოველი კაპიკი უბრალოდ წყალში გადაყრილია ამ სტილით და მეტი არაფერი.
რაც შეეხება სოფლის დაცარიელებას, ამაზე დიდი პრობლემა არის თბილისის გადავსება. ერთი ბენდუქიძემ დაიწყო მხოლოდ მაგაზე ფიქრი და გადაიტანა საკონსტიტუციო ბათუმში და პარლამენტი ქუთაისში. უნივერსიტეტების გადატანაც უნდოდა, აღარ დასცალდა. ხოდა იცით რა ხდება, აი თუ განვითარდება ქუთაისი ისე როგორც საჭიროა, დამიჯერეთ მიმდებარე სოფლები დაიცლება კიარა, პირიქით გაივსება კიდეც, ვანი, ხონი, ბაღდათი და სხვა.
მაგრამ ამ რაინოების 99% დასაქმდება ქუთაისში, ივლის ქუთაისში და თოხს არ დაუწყებს ლაყუნს.
წავიდა ხალხო თოხის დრო წავიდა. რაც მალე აღიარებთა ამას მით უკეთესია. სოფლის მეურნეობა არ არსებობს საქართველოში. სოფლის მეურნეობას და სოფელს რატო აიგივებთ საერთოდ ერთმანეთთან??
|