საცოდავი ხალხი და საცოდავი ჩვენი ქვეყანა...

"ქართული მარში" მიუშვითო, ვიღაცამ დაწერა წინა გვერდზე ამაყად... მიუშვით კი არა, შეხედონ მაგ ცალფაზიანმა დებილებმა რა დღეში ვვარდებით იგივე თურქეთის გარეშე... რამხელა ტრაგედიაა "დამოუკიდებელი" საქართველოსთვის თუნდაც ეს კონკრეტული ფაქტი... უთავმოყვარეობა, სირცხვილი, გაბანძება, მარა შიათ მათ შვილებს და რა ქნან... დადგნენ და ირბინონ დიდგორის ბრძოლის პლაკატებით მაგ სირმა კორკოტოიდებმა კიდევ და მათმა გულშემატკივრებმა ინტერნეტში წერონ ფაშისტური პოსტები... გეგონება ზესახელმწიფო ვიყოთ... მადლობა უნდა ვთქვათ, რომ ვიღაც გვიშვებს თავის საზღვარზე... ეგ მარში საკუთარ ხელისუფლებას უნდა მოვუწყოთ მთელმა ერმა, ხალხის ასეთი გასაცოდავებისათვის, წინასაც, მოქმედსაც და მომავალსაც, მარა საზოგადოებას ორიენტირები და რამსები არეული რომ ექნება, იმას არაფერი ეშველება...
იამზე შანიძე 12 წელია ყოველ დილა-საღამოს კვეთს თურქეთ – საქართველოს საზღვარს. 8 წელია იმავე გზას გადის ეკა შანიძეც. ორივე თურქეთის ქალაქ ქემალ ფაშაში მდებარე ბაზრობაზე მუშაობს, ტანსაცმელსა და თეთრეულს ყიდიან. დღეს ქართველები, რომლებიც ქემალ ფაშაში მუშაობენ, სამუშაოს ნაცვლად საპროტესტო აქციაზე იდგნენ სარფში. სწორედ ამიტომ ქემალ ფაშაში მაღაზიები დაკეტილია.
დღეს, 16 იანვარს, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან იამზე და ეკა იმ ათეულობით ქართველთან ერთად იდგნენ, რომლებმიც თურქული მხარის მიერ საზღვრის კვეთის შეცვლილ რეგულაციებს აპროტესტებდნენ.
2018 წლის პირველი იანვრიდან შეცვლილმა საზღვრის კვეთის წესმა მათ სამუშაო პირობები გაურთულა.
„ყველას ურთულდება ყველაფერი. ჩვენს ხელფასზე ჩვენი ოჯახებია დამოკიდებული. ამ ცვლილებით ჩვენ ხომ უმუშევარი ვრჩებით სამი თვის შემდეგ. იქ დამსაქმებლებსაც აწყობთ ის, რომ საქართველოს მოქალაქეები ვმუშაობდეთ. ქემალ ფაშაში მყიდველი ძირითადად საქართველოდან გადადის. სხვადასხვა ქალაქის ბაზრობაზე, იქ შეძენილი საქონელი იყიდება. ქართულენოვანი გამყიდველი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია,” – ამბობენ ისინი.
იაშას რვა წელია სარფიდან ქემალ ფაშაში მგზავრები გადაჰყავს. დღეს ტრადიციულზე დიდხანს მოუნდა თავისი სამარშუტო ტაქსის გავსებას. ის ამბობს, რომ ცვლილებები მათზე, “უბრალო ხალხზე”, აისახება იმ შემთხვევაში, თუ ნაკლები ადამიანი ივლის ყოველდღიურად სარფიდან ქემალ ფაშაში და პირიქით.
ალი ტანსაცმლის მაღაზიის მეპატრონეა. დღეს მის მაღაზიაში მყიდველი არ მისულა. სამსახურში არ ყოფილა არც გამყიდველი, რომელიც ხუთი წელია მასთან მუშაობს.
“55 წლისაა, ჩემი დეიდასავით არის. კლიენტი თუ ცოტა მოვა, მუშაობა არ იქნება და ჩემს შემოსავალზე აისახება. ეს ცვლილებები ყველაზე მოახდენს გავლენას. ქართველებზე უფრო, მაგრამ ჩვენც დავზარალდებით,” – ამბობს ის ქართულად.
ქემალ ფაშას მთავარი სავაჭრო ქუჩა, ინუნუ ჯადესი, რომელიც ჩვეულებრივ ხალხითაა ხოლმე სავსე, დღეს ცარიელია. აქ არც გამყიდველები არიან და არც მყიდველები.
ქემალ ფაშაში დღეს მაღაზიათა 90% დაკეტილი იყო. ამ მაღაზიებში გამყიდველებად საქართველოს მოქალაქეები მუშაობენ.
ერდარ აითარი ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონეა. ის ამბობს, რომ შეცვლილი რეგულაციების შემდეგ ორი გამოსავალია – აიყვანოს ორი თანამშრომელი, რომელიც ყოველ სამ თვეში ერთმანეთს შეცვლის, ან თავად გაყიდოს პროდუქცია.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, დავით გაბაიძესთან და თურქეთის რესპუბლიკის კონსულთან, მაქბულე ქოჩაკთან ერთად თურქეთშია და ართვინის გუბერნატორს ხვდება.
This post has been edited by მელკერი on 16 Jan 2018, 18:22