მფრინავი ტაქსის ტესტირება იმ რეგიონშიც დაიწყეს, რომლის ავტოინდუსტრიის შესახებ ბევრს არაფერი სმენია. საუბარია ახალ ზელანდიაზე.
Kitty Hawk ამერიკული სტარტაფია, რომელიც მფრინავ მანქანებზეა ორიენტირებული. კომპანიამ Google-ის დამფუძნებლისგან, ლარი პეიჯისსგან დაფინანსება მოიპოვა და ცდები დედამიწის მეორე ნახევასფეროში, კერძოდ კი ახალ ზელანდიაში წამოიწყო.
მოწყობილობა, რომელსაც ვერტმფრენისა და ავტომობილის ჰიბრიდად მოიხსენიებენ, იერსახით ვერტმფრენს ჰგავს, გაშლის შემთხვევაში კი ერთის ნაცვლად 12 როტორი მოდის მოქმედებაში.
საფრენი აპარატის სახელწოდებაა CORA, ის სრულიად ელექტროა და 180 კმ/სთ-ს განვითარება შეუძლია.
ელექტრომობილების შემდეგ ნელ-ნელა უპილოტო და მფრინავი ავტომობილების ტესტირება იწყება, თუმცა მასობრივ წარმოებაზე გადასვლას ჯერ გარკვეული ტექნოლოგიური ხარვეზები და საკანონმდებლო შეზღუდვები უშლი ხელს.
https://m2b.ge/post/193961-axal-zelandiasi-...ebit-gamoscadesარ გჯერათ ხო ჩემი
mouravi