გამობრძანდი პრეზიდენტო და გაეცი პასუხი საზ-ბას (მოქალაქეებს) და ახსენი შენი ქმედებების მიზეზი!
შს მინისტრი - შეწყალების უფლება არის პრეზიდენტის დისკრეცია, თუმცა არსებობს მორალური მხარე
14:09 17-01-2018
შს მინისტრი - შეწყალების უფლება არის პრეზიდენტის დისკრეცია და ამას არავინ ეჭვქვეშ არ აყენებს, თუმცა არსებობს მორალური მხარე, არსებობს საზოგადოების მოლოდინი და ის აქტუალური კონტექსტი, რომელშიც დღეს საზოგადოება ცხოვრობს, - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პრეზიდენტის შეწყალების უფლების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„რა თქმა უნდა, შეწყალება არის პრეზიდენტის დისკრეცია და ეს საკითხი არავის არასდროს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია, თუმცა მაგალითისთვის მოვიყვან, ]
როდესაც ჩვენ დღევანდელ სიტუაციაში ვსაუბრობთ მძიმე ნარკოტიკებზე, ან მძიმე ნარკოტიკების რეალიზატორებზე, ან ნარკოტიკების გავრცელებაზე და ვამბობთ, რომ ეს ის მიმართულებებია, რომლებიც აუცილებლად უნდა გამკაცრდეს ეფექტური ნარკოპოლიტიკის ჭრილში და ამავე დროს, როგორც მაგალითი, შეიძლება მოხდეს მსგავს დანაშაულში ბრალდებული ადამიანის შეწყალება, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს, მათ შორის, პრეზიდენტსაც აქვს ვალდებულება, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები უფრო ახსნილი იყოს საზოგადოებისთვის, რომ გარკვეულ ლოგიკურ წინააღმდეგობაში არ აღმოვჩნდეთ. როდესაც ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ მაგალითად, საკმაოდ აქტიურად გვიწევს კრიმინალურ მენტალიტეტთან ბრძოლა და იმ შემთხვევაში, თუ ხდება კრიმინალური მენტალიტეტის მატარებელი, ამ მსგავს დამნაშაულში ბრალდებული ადამიანის შეწყალება, ვფიქრობ, რომ აქ აუცილებელია, საზოგადოებისთვის იყოს უფრო დეტალურად ახსნილი, თუ რა მოტივებით ხდება მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, რა თქმა უნდა, ეს არის პრეზიდენტის დისკრეცია და არავინ ეჭვქვეშ არ აყენებს, თუმცა არსებობს მორალური მხარე, არსებობს საზოგადოების მოლოდინი და ის აქტუალური კონტექსტი, რომელშიც დღეს საზოგადოება ცხოვრობს“, - განაცხადა გახარიამ.
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, „დღეს ყველას გვესმის, რომ სასამართლოს სულ სხვა, ძალზედ მაღალი სტანდარტი აქვს“.
„ასევე კარგად გვესმის, რომ პენიტენციურ სისტემაში სულ სხვა მდგომარეობაა და როდესაც მსგავს პირობებში მძიმე დანაშაულში ბრალდებული ადამიანის, პიროვნებების შეწყალება ხდება, საზოგადოების მოლოდინი, რომ იყოს უფრო ინფორმირებული მიღებული გადაწყვეტილების მოტივების კონტექსტში და საერთოდ, უფრო იყოს ახსნილი, თუ რა მოტივებით ხდება მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, ამაში არაფერია გასაკვირი“, - განაცხადა გახარიამ.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/4...uri-mkhare.html This post has been edited by Lаki on 17 Jan 2018, 14:55
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3