#52028929 · 20 Jan 2018, 08:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღეს რაც ხდება იმაზე გუშინ უნდა გვეფიქრა.ანუ ტერიტორიების დაბრუნება ზღაპარია.ზღაპარია ნატოც,რომელიც ნატვრის და მისწრაფების ფარგლებს ვერ გაცდება.ეს კარგად იციან რუსებმაც,დასავლეთმაც და ჩვენც. დღეს უნდა ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე. ეს ფორუმი პირდაპირი მაგალითია იმისა,რომ ხვალინდელი დღე კარგს არაფერს გვიქადის. მხედველობაში მაქვს ქოც-ნაცობის პრობლემა,რომელიც ცხოვრებაში უფრო მტკივნეულია,ვიდრე აქ,ამ ფორუმზე. ედიკას მერე შედგა გუნდი,რომელსაც კადრების შერჩევის დიდი არეალი ჰქონდა–მთელი საქართველო. ქოცების კრიტერიუმი კადრების შერჩევისას ასე გამოიხატება:რაგინდ ჭკვიანი და მცოდნე არ უნდა იყოს,თუ ნაციონალია-ჩვენთვის მიუღებელია.ანუ არჩევანი ნაკლებია, ამ ყველაფერს ქართული ნეპოტიზმიც ემატება და შედეგიც სახეზეა.სიტყვა კოჰაბიტაცია ძალიან ხიტრულად მოფიქრებული და ვერაგულად შემოგდებული მგონია.ეს ფანდი კარგადაა გათვლილი ჩვენი,ქართული ხასიათისთვის,ვისაც კარგად გვეხერხება ერის "იმათიანებად" და "ჩვენიანებად" დაყოფა.შემრიგებლობის იგივე იდეა–სხვა სახელით რომ მოეწოდებინა ვინმეს,ან გათვალისწინებულიყო ქართული ხასიათი,რომელიც ჩემის აზრით კარგადა აქვთ ათვისებული,აეხსნათ და მოეცათ ნორმალური დირექტივები– დღეს სხვა სურათი გვექნებოდა.ნუ დავაბრალებთ ნურაფერს სხვას და პრობლემა "გვეშველება რამე?"-ს გადასაწყვეტად სხვას ნუ მივეყიდებით. დავივიწყოთ ჩვენდამი უზომო სიყვარული ვინმეს მხრიდან და გავითავისოთ,რომ უნდა ვაკეთო არა ის,რაც მე მინდა,არამედ ის,რაც საჭიროა.
|