წარმოიდგინეთ რა ხდება რუსთავი 2-ში აკაკი გოგიჩაიშვილი რომ ამას წერს
- ,,ყველა თემის გაშუქებაზე ერთპიროვნული გადაწყვეტილება, ისევე როგორც დაბლოკვაზე - ერთპიროვნული პოლიტიკური თუ სხვა სახის გემოვნების მიხედვით. არასდროს „რუსთავი2“ზე ეს არ ყოფილა და ახლა არის... იყო ხანდახან, თუმცა მე პირადად ყოველთვის შემეძლო შეკამათებაც და სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებაც - ესეც დასრულდა - ამიტომ მე ვტოვებ არხს 20 წლიანი, არ მომერიდება დაწერა, თავდაუზოგავი მუშაობის შემდეგ."
გვარამია ტელეკომპანიის მთელ ბიუჯეტს ჭამს და ამაზე უკვე ბიზნესკურიერის ყოფილი წამყვანიც საუბრობს
,,მიუღებელია, რომ ათწლეულების საბრენდო გადაცემა ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე ისე იხურება, რომ იქ მომუშავეები ამის შესახებ შემთხვევით ეთერის წინ გებულობენ პროგრამების განყოფილებიდან, და ვერც ამას ხსნის „ფინანსური პრობლემები“ რადგან ამ გადაცემის ოთხმაგი და ხუთმაგი ბიუჯეტი ერთ ხელფასადაც გაიცემა და თითქოს ესეც პრობლემა არ არის.
თუ ვინმეს ჰგონია, რომ დათო კიკალიშვილი ევროპის ხიბლით წავიდა არხიდან, ცდება, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხელფასისა თუ უხელფასობის გამო მივდივარ - ცდება, თუ ვინმეს ჰგონია, რომ მე ვიქნები უკანასკნელი ვინც წავა - ასევე ცდება - თუ დირექტორმა არ იცის რაზე საუბრობენ თანამშრომლები, რა აწუხებთ და რაზე აქვთ პროტესტი - ჩვენ მაინც ხომ ვიცით, და, თუ რამე მეშლება შემისწორეთ, თუ ვინმეს ვაწყენინე - ბოდიში.
" - აკაკი გოგიჩაიშვილი
გვარამიამ პირადი კანტორა მოიწყო მთელ ტელევიზიაში და ჟურნალისტები მონებად აქცია.
https://www.kvirispalitra.ge/public/39867-q...s-gvaramia.html This post has been edited by gochino80 on 24 Jan 2018, 16:21