ფაცედან
,,მოკლედ, სანამ ყველა დაიბნევით ამ სუმოზე, ცოტა "ხელს წაგკრავთ", რომ მალე დიდი მითქმა-მოთქმა რომ ატყდება, თქვენც იცოდეთ

- ტოჩინოშინი - ლევან გორგაძის შიკონა ("საბრძოლო სახელი" დაარქვით თუ გინდათ, ამ სახელით ასპარეზობენ სუმოისტები და ასე იცნობს ხალხი მათ).
- მაკუუჩი - დაახლოებით იგივეა რაც პრემიერლიგა ინგლისში და სერია A იტალიაში - უმაღლესი დივიზიონი სუმოში.
- სანიაკუ - მაკუუჩის ზედა "ელიტარული" ფენა, სადაც რამდენიმე წოდება ერთიანდება. (ამისთვის ჯერ არ ხართ მზად)
- ბაშო - ჩემპიონატი სუმოში.
- იუშო - ბაშოს მოგება.
- იმპერატორის თასი - ბაშოს გამარჯვებულის პრიზი - ყველა სუმოისტის ოცნება.
- სეკივაკე - სანიაკუში შემავალი ერთ-ერთი მაღალი წოდება, მესამე რანგია სუმოში (იოკუძუნას და ოძეკის მერე).
- მაეგაშირა - რანკი მაკუუჩიში.
- ბაშო არის 15 დღიანი, თითო დღეს თითო მონაწილე ატარებს თითო ბრძოლას. იგებს ის, ვისაც მეტი მოგება აქვს საბოლოოდ. ერთნაირად თუ აქვთ ლიდერებს მოგებები, "გრანდ ფინალი" იდება მათ შორის.
ახლა სიტუაცია: დღეს ჰაცუ ბაშოს მე-13 დღე იყო და ტოჩიმ (ტოჩინოშინს ასე ვეძახით შემოკლებით) მორიგი ბრძოლა მოიგო და ახლა 12:1 ბალანსი აქვს. მის მდევრებს 10:3 აქვთ (ამ მდევრებიდან ორივე სანიაკუს წევრია. ტოჩიმ ეს ბაშო მესამე მაეგაშირას პოზიციიდან დაიწყო). რაც იმას ნიშნავს, რომ დარჩენილი 2 ბრძოლიდან 1 მაინც რომ მოიგოს, გარანტირებული იუშო აქვს.
გარდა თასისა, ძალიან დიდი ალბათობით ტოჩი სეკივაკეს წოდებასაც მიიღებს და სანიაკუში შევა.
რატომ არის სენსაცია? მაეგაშირებისთვის იუშოს აღება თითქმის წარმოუდგენელი შედეგია. + მხოლოდ 2 ევროპელს აქვს ჯერჯერობით იმპერატორის თასი მოგებული.
ვიღაცამ თქვა და გავიმეორებ, კალაძის აღებულ ლიგის თასის და ზაზას ენბიეის ბეჭდის დონის მიღწევაა ჩვენთვის. ხოდა, ეს ორი დღე ვაკლავთ ნერვებს კიდევ და მერე ვზეიმობთ. <3
იმედია, არაფერი შემეშალა :დ''