დღეს ტოჩინოშინიმ დაუმარცხებელი მონგოლი კუკურა დასცა. და დადებითი ბალანსი გაინაღდა

როგორ უნდა გახდეს ქართველი 大関 - ტოჩინოშინის ოძეკობის შანსები
დადებითი ბალანსი კი სუმოში, როგორც წესი, რეიტინგში წინსვლის წინაპირობაა, მაგრამ ეს შემთხვევა რთულია - საქმე ის არის, რომ ტოჩინოშინი სუმოს იერარქიაში მესამე წოდებას უკვე ფლობს - ის დასავლეთის სეკივაკეა. ამის ზემოთ კი სულ ორი რანგია - იოკოძუნა (რომელსაც ქართულად დიდ ჩემპიონს ვუწოდებთ) და ოძეკი (ჩემპიონი).
ოძეკის წოდების მიღების სტანდარტი
სუმოისტის ბოლო სამ ტურნირს იღებენ მხედველობაში. იაპონიის სუმოს ასოციაციას სტანდარტული წესი არ აქვს ჩემპიონის წოდების მიღებაზე. ოძეკობის წოდებაზე წარადგენს ბანძუკეს კომიტეტი (რომელიც რეიტინგს ადგენს). თუკი სუმოისტი საკმაოდ ძლიერად გამოიყურება ეს კომიტეტი სამეურვეო საბჭოს აძლევს რჩევას მისი დაწინაურების შესახებ.
რას აკეთებს სამეურვეო საბჭო
თუ საბჭო ამ წარდგენას დაამტკიცებს, საქმე ბანძუკეს კონფერენციას გადაეცემა.
რა ხდება მერე
კანდიდატის ოძეკად დამტკიცების ფორმალური მხარე სრულდება და შესაბამისი წარმომადგენლები მიდიან ამ კანდიდატის კლუბში. კანდიდატის დაწინაურება დენტაცუ-შიკიზე ცხადდება, როგორც იოკოძუნას შემთხვევაში.
სამეურვეო საბჭოს წარმომადგენელი კანდიდატს ეუბნება - "ჩვენ გატყობინებთ, რომ ბანძუკეს კონფერენციამ ერთხმად აგირჩიათ". ამაზე ახალი ოძეკი პასუხობს: "ვიღებ თქვენს გადაწყვეტილებას და პირობას ვდებ, რომ ოძეკის სახელს არ შევარცხვენ".
დაუწერელი კანონი
ზუსტი განმარტება წესებში არ უწერიათ, მაგრამ პრაქტიკაში ხშირად ასეა - ოძეკის ტიტულის მისაღებად სეკივაკეს ბოლო სამ ტურნირზე 33 მოგება უნდა ჰქონდეს დაგროვილი, აქედან 10 ან მეტი უნდა იყოს უკანასკნელ ტურნირზე. ასევე შესაძლებელია, გავლენა იქონიოს ისეთმა მოვლენამ, როგორიც არის ტურნირის მოგება, იოკოძუნას დამარცხება, სუმოს ხარისხი, კეთილსინდისიერი ბრძოლა და ასე შემდეგ.
რა ხდება პრაქტიკაში
ამჟამად ბაშოზე ორი ოძეკი ჭიდაობს. მათი რიცხვი შესაძლებელია, იყოს მეტიც. ტაკაიასუ ოძეკი 2017 წლის ივლისის ბაშოსთვის გახდა. მისი ბოლო სამი ბალანსი ასე გამოიყურებოდა: 11-4, 12-3, 11-4.
გოეიდო ოძეკი 4 წლის წინათ გახდა, 2014 წლის სექტემბრის ბაშოსთვის - მისი ბოლო სამი ტურნირის ბალანსი, სანამ ოძეკი გახდებოდა - 12-3, 8-7, 12-3.
ტოჩინოშინის შანსი
ლევანს ბევრი რამ უწყობს ხელს, თუნდაც ის, რომ მან იანვრის ბაშო მოიგო, ახლახან კი იოკოძუნა დაამარცხა, მისი ნაჩვენები სუმოც აშკარად უმაღლესი ხარისხისაა. ბოლო ორ ბაშოზე მას ასეთი ბალანსი ჰქონდა - 9-6, 14-1.
ზემოთჩამოთვლილის მიხედვით, ლევანს 10 მოგება ესაჭიროება "გაზაფხულის ბაშოზე" - ანუ დარჩენილი სამი ორთაბრძოლიდან ორი უნდა მოიგოს.
https://popsport.com/article/2392-rogor-und...ekobis-shansebihttps://www.youtube.com/watch?v=dvAS-EWW1vo&t=8s * * *
მონღოლ იოკოძუნას ქართველი სუმოისტი კარიერაში 23-ედ შეხვდა და მხოლოდ მეორედ აჯობა (პირველად 7 წლის წინათ, როცა მონღოლი სეკივაკეს რანგში ჭიდაობდა).
ამ მოგებით ტოჩინოშინმა დადებითი ბალანსი დაიბევა (8-4) და იმპერატორის თასის მოგების თეორიული შანსიც შეინარჩუნა.
ლევან გორგაძემ კარიერაში მესამედ დაამარცხა იოკოძუნა (დიდი ჩემპიონი). პირველად 2015 წელს მან მოუგო ჰარუმაფუჯის, 2017-ში კი - კისენოსატოს.
მე-13 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-4 მაეგაშირა შოდაი იქნება (6-6 ბალანსი).
This post has been edited by Lаki on 22 Mar 2018, 21:40