ახლა რაშია საქმე, მეგობრებო....
ჩვენი ტოჩინოშინი სეკივაკე გახდა და მაისის ბაშოზე ერთადერთია, რომელსაც თვალი არ ეცეს და ჯერ არცერთი ბრძოლა არ აქვს წაგებული შვიდი დღის განმავლობაში (კაკურიუმაც წააგო ერთი ბრძოლა და ჰაკუჰომაც). ჰოდა, ამ ბაშოს შედეგების მიხედვით, ოზეკად შეიძლება ივლისში დააწინაურონ. მერე, თუ ორ ბაშოს მიყოლებით მოიგებს, უკვე იქნება საფუძველი, რომ განიხილონ მისთვის უმაღლეს - იოკოზუნას რანგში აყვანა.
შენ ხარ ჩემი ბატონი, ზემოაღნიშნული უკვე მიღწეული და პოტენციური წარმატებები, ცხადია, ყველას გვახარებს და მიაქვს ქართველი გულშემატკივრების კომენტარებს იუთუბის არხები.
ჰოდა, ახლა რის გამოც დავიწყე ეს შესავალი და ამბები.... ერთი არხია, ჯეისონი თუ ვიღAცა ტიპია, რომელიც ამ ბაშოების ვიდეოებს დებს და ახლა მოვუსმინე მის კომენტარს, რომ ეს ქართველები აწუხებენ თურმე თავიანთი კომენტარებით, რომ ტოჩინოშინი ქართველია და ყველამ ვიცით ეს ამბავიო და თან ქართულ დროშას უდებენ არხზე კომენტარებში თურმე და ნუ გამიხურეთ საქმე, წავშლი თქვენს კომენტარებსო.
თანამედროვე ქართული ტრადიციის თანახმად თუ შეესევით მის არხებს და მიალანძავთ, იმ იასონას მარტო ნახვები მიემატება და მეტ ფულს გააკეთებს, კომენტარებს კიდევ მიაშლის...
ჰოდა, რა შეიძლება ვიღონოთ, რომ ჯეისონ-იასონას ცხვირში ამოვადინოთ ქართველი გულშემატკივრების აბუჩად აგდება.... არ არის ეს ამბავი ასე დასატოვებელი!!!
This post has been edited by Nan on 20 May 2018, 10:57