#52056057 · 24 Jan 2018, 23:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Christian Cullen არაფერი დასკვნა არ უნდა
კარგად ცხოვრობენ, რამდენადაც ამ ქვეყანაზე კარგად და მაღალხარისხიანად შეიძლება ცხოვრება. ინგლისური იცის ყველამ და ერთვებიან მსოფლიო კულტურაში, ბათუმისხელა ქალაქიდანაა ბიორკიც, სიგურ-როსიც, გეიმოფტრონის რამდენიმე მსახიობიც და 7მილიარდიან მსოფლიოში ცნობილი კიდევ მრავალი ადამიანი. დამისახელე პაკისტანიდან მაგდენი ცნობილი ადამიანი, და პაკისტანში 1000ჯერ მეტი ხალხი ცხოვრობს
აბა, დერჟავა და ბირთვული სახელმწიფო ჩვენ ვერ ვიქნებით ვერასოდეს. სამწუხაროდ.
პროგრამა მაქსიმუმი არის, რომ ვიყოთ ცნობადი ერი მსოფლიოში და კარგად და უსაფრთხოდ ვცხოვრობდეთ * * * აბიტურიენტი
QUOTE | რა ღრმად ყოფილხარ გარკვეული იაპონურ კულტურაში. |
არაა საჭირო იაფფასიანი ირონია. არსებობს მსგავსი ფენომენი. https://en.wikipedia.org/wiki/Shame_societyსეპუკუს და იაპონური სუიციდის კულტიც ესეთი მენტალობიდან მოდის. არ ვამბობ რომ კაია, ან ცუდია. ვამბობ რომ მოტივაციაა ერთგვარი, რომ ადამიანებმა მაქსიმუმი დადონ, და აღმოსავლურ აზიური 'შრომისმოყვარეობის' ერთერთი მიზეზიცაა QUOTE | ეოპოლიტიკური მხარდაჭერა ან გავლენა თუ არ აქვს ერს ვერანაირად ვერ ააშენებს მდიდარ ქვეყანას, ვერც იაპონელი და ვერც უზბეკი. შენ კიდევ ეთნოსს/კულტურას აბრალებ ქვეყნის ეკონომიკურ წარუმატებლობას, რაც ზედაპირული და ქსენოფობიური მიდგომაა.
|
არ მიგულისხმია რომ რამე 'ეთნიკური დეტერმინიზმი' არსებობს. ეგეთ რასიზმამდე რომ არ დავიდე, მაგდენი კი ვიცი. უბრალოდ ზოგი ქვეყნის საზოგადოებაში იმდენად არ ფასება შრომის ეთიკა/ საზოგადოებრივი მოვალეობის წახალისება და დასავლურ აზროვნებასთან ასოცირებული სხვა 'ნიშწიაკები', რაც უცილობლად ხელს უწყობს სუფთა და აწყობილი საზოგადოების ჩამოყალიბებას. ამიტომაც , ნამდვილად ეჭვი მეპარება რომ ყაზახეთი ან აზერბაიჯანი ჩვენზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნები იქნებოდნენ, რომ არა მათი ნატურალური რესურსი, რადგან ზედმეტად გვგვანან ჩვენ და არ გვანან, მაგალითად იგივე პრიბალტებს
|