ერთი ჩემი ასეთივე "გიჟი" მეგობარი შარშან გარდაიცვალა ის უბედური იმას გაიძახოდა კაპიტანი ნემო ვარ და ქართველთა შორის დედამიწას ნემოსავით მარტო მე შემოუვარეო. თანაც ამას სხვებიც უმოწმებდნენ.
იხ.
http://geotimes.ge/index.php?m=5&news_id=49060 რაც შეეხება იმას, რომ ყველაფერი რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის გაკეთდა ჩემი გაკეთებულია, სულაც არა მაქვს საამაყო. პირიქით ეს ჩემი ყველაზე დიდი სირცხვილია, რომ ასეთ უნდილად არის ქცეული ქართველი ერი. 80 იანი წლების ბოლოს ეროვნულ მოძრაობაში თითქმის ყველა ქართველი ჩაება, მაგრამ ყველას ან КГБ უბნევდა თავგზას ან არა და უამისოდაც არ იცოდნენ თუ რას ნიშნავდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. ეს კი ნიშნავდა საქართველოს 1921 წლის მუდმივი ეროვნული კონსტიტუციის სიტყვა სიტყვის დაცვით მოწყობას. ოღონდ სამწუხაროდ ეს კონსტიტუცია არცერთს წაკითხული არ ჰქონდა იმიტომ, რომ ამ კონსტიტუციის არსებობას საბჭოთა ხელისუფლება 1990 წლის 26 მაისამდე ყველას მანამდის უმასლავდა, სანამ იგი იმელის შენობის აღებისას ლენინის მუზეუმის სეიში არ აღმოვაჩინე და არ გამოვაქვეყნე.
მერაბ კოსტავა საერთოდ ვერ მოესწპო ჩვენი ეროვნული კონსტიტუციის წაკითხვას იმიტომ, რომ იგი მანამდე ჯერ კიდევ 1989 წლის 13 ოქტომბერს მოკლეს. მერაბი და ზვიადიც ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილენი გახდნენ, მაგრამ ისინი ჰელსინკის მოძრაობიდან იყვნენ მოსულნი და ამ მოძრაობას კი არაფერი საერთო არ ჰქონდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობასთან.
1987 წლამდე თამარ ჩხეიძე იბრძოდა ჟანა დარკივით, მაგრამ არც მას ჰქონდა წაკითხული ჩვენი ეროვნული კონსტიტუცია და არც დღემდე არა აქვს იგი გათვითცნობიერებული. მიუხედავად ამისა სწორედ მისმა ჯგუფმა გამოაქვეყნა 1988 წლის 26 მაისს საქართველოს დღოშის, გერბის ესკიზები, ჰიმნის ნოტები და კონსტიტუციის 1920 წლის კანონპროექტი. ამან მაშინ კაგებე იმდენად დააფრთხო, რომ ჭავჭავაძის საზოგადოება უმოწყალოდ დაშალეს. ამ საზოგადოებამ მაშინ ამ მიზეზით დაჰკარგა ლიდერთა და წევრების 90%. ეს მაშინ ზვიად გამსახურდიას დააბრალეს. თუმცა ნამდვილი მიზეზი ის გახლდათ რაც აქ მოგახსენეთ. ამის შემდეგ ვეღარც თამარ ჩხეიძემ გაქაჩა.
კონსტიტუციის 1920 წლის კანონპროექტი არ იყო საკმარისი ნამდვილი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წამოსაწყებად. ჯერ ერთი ამ ლკანონპროექტში არ ჩანდა კონსტიტუციის მუდმივობა და იგი არც უკვე ოფიციალურად მიღებული ერის უზენაესი კანონი არ იყო. უფრო მეტიც ვინც ეს კანონპროექტი წაიკითხა ეგონათ, რომ უკვე კონსტიტუცია ჰქონდათ წაკითხული და ამან ბევრი გაუგებრობა გამოიწვია.
საქართველოს ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობა სწორედ იმით განსხვავდებოდა დანარჩენი საბჭოთა რესპუბლიკებისაგან რომ საქართველოს გარდა არცერთ სხვას არ ჰქონდა მუდმივი კონსტიტუცია. ამიტომ საქართველოს გარდა სხვა რესპუბლიკებში არც არსებობდა რაიმე რეალური ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა. ამ მხრივ გარდატეხა 1989 წლის 9 აპრილმა შეიტანა. საქართველოს გარდა სხვა რესპუბლიკებს მანამდე დამოუკიდებლობა არც მოუთხოვიათ.
ქართველ დისიდენტებს შორის ეროვნული დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის იდეასთან ყველაზე ახლოს გია ჭანტურია და მისი ეროვნულ დემოკრატიული პარტია იდგა. მაგრამ მასაც წესდებაში ეწერა, რომ დამოუკიდებლობისათვის მხოლოდ სსრ კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყებდა ბრძოლას. 1988 წლის 22 ნოემბრის შიმშილობა 9 აპრილის შიმშილობას არ ჩამოუვარდებოდა, მაგრამ ამ აქციის მომწყობ ედეპს დამოუკიდებლობა მაშინ არც მოუთხოვია.
1989 წლის 9 აპრილის აქციის დასაწყისში გამოჩნდა თუ როგორი მოუმზადებლები იყვნენ ჩვენი მოძრაობის დანარჩენი ლიდერები. დამოუკიდებლობის მოთხოვნა არცერთს არ უნდოდა. ჩემი პარტიის გარდა მაშინ ლიდერთა შორის მხოლოდ გია ჭანტურია დავარწმუნე და იგი თავისი პარტიით მხარში ამოგვიდგა. თუმცა შემდეგ იგი პარალელურ აქციას ტელევიზიასთან აგრძელებდა. ყველა დანარჩენ ლიდერთან კი მაშინ დიდ ბრძოლა მომიხდა, რომ დამოუკიდებლობის მოთხოვნა დაგვეყენებინას. ამისი ყველაზე თავგამოდებული მოწინააღმდეგენი იყვნენ თამარ ჩხეიძე, ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ირაკლი წერეთელი და ა. შ. ოღონდ ჩვენ მხარი დაგვიჭირა ხალხმა და შემდეგ ისინიც შემობრუნდნენ.
9 აპრილის შემდეგ სსრ კავშირის მოქალაქეობა 140 ათასმა კაცმა უარჰყო, მაგრამ ამ 140 ათას კაცში არ იყო არცერთი ზემოჩამოთვლილი ლიდერი. აი რატომ მომიწია ყველაფრის გაკეთება მე და არა სხვებს. ასეთია საზერელი სიმართლე.
ოღონდ ისევ და ისევ ეს გამოკითხვა ეძღვნება არა ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას, არამედ სამამულო სამხედრო მრეწველობის შექმნას. ამ საქმეს მარტო მე არ ვაკეთებ საინიციატივო ჯგუფში უკვე 20 კაცია გაერთიანებული. ჩვენ არა ვართ პოლიტიკური პარტია ჩვენს შორის ზოგი ეროვნული მოძრაობიდან არის მოსული ზოგი სტალინისტია, ზოგი ზვიადისტია, ზოგი მიშისტია და ზოგიც ოცნებისტი. ჩვენ ვკრძალავთ რომელიმე ამ გზებზე კამათს, იმიტომ რომ რეალური საქმის კეთება გვინდა და არა ერთმანეთთან ჩხუბი.
ვაჟა მთავრიშვილი ტელეფონი; 558 372 108 ელფოსტა vazha50@web.de სკაიპი vazsa. mtavrisvili