საარჩევნო უბანთან ჩავატასავეთ და ვინც დედამ დაწყევლა ყველა იქ იდგა

მაგრამ მანდ იდგა ქუჩა და არა კრიმინალური სამყარო.
წარსული შეიძლება არ ქონდეთ საამაყო, მაგრამ არანაირ კრიმინალს არ სჩადიან ეხლა.
არ რა, ვერ.
მაგ ე.წ. კრიმინალებიდან ვიცნობ ყველას ვინც უბანში საარჩევნო უბნებზე იდგა და ვიცი რას აკეთებენ.
დგანან მთელი დღე და თავისთვის დომინოს უბრახუნებენ.
დაჟე ხიპიშებიც აღარაა უბანში, რაც დასალევიდან მოსაწევზე გადავიდა სასტავი.
თუმცა ძაან ბანძები არიან ხელისუფლებაში, ეგ სასტავი რომ იყო მაგათი მთავარი დასაყრდენი არჩევნებზე.
და ხალხს აშინებენო, ეგეც სისულელეა.
ვინ უნდა დააშინონ ან რას გაიგებენ ვინ რას ხაზავს იქ.
უბრალოდ ფონს ქმნიან რო რომც აპირებდეს გაუტყდება ვინმეს ნაცებისთვის ხმის მიცემა.
ეგენი რო დაბრუნდნენ ყველას დარხეული აქვს, მაგარი "მოდერმაროაკრძალა" უნდა იყო ამათ ხმა რო მისცე და ეგეთები...
არც ის მინახია მაგ სასტავთან, რომ სურათების გადაღებას სთხოვდნენ ბიულეტენზე და ეგეთები.
მაგ სასტავზე ვამბობ, რასაც ჩემი თვალით ვუყურებდი.
რამდენიმე ჩემი ახლო ნაცნობი იყო ჩართული ამ წინასაარჩევნო სიბინძურეში და მაგათი "საქმიანობა" უბრალოდ მობილიზებაში გამოიხატებოდა,
კარდაკარ დადიოდნენ და ხალხს არჩევნებზე მოსვლას ეხვეწებოდნენ.
და სიებს ადგენენ, რამდენი კაცის მობილიზება მოახდინეს.
რაღაც კაპიკებს გადაუგდებდნენ.
მეც მითხრა ერთმა მასეთმა ხო სალომეს აძლევ ხმას და ჩაგწერ სიაში და მომიწერე ხელიო და მეთქი კი ვაძლევ, მაგრამ სიაში ჩაწერა და ხელის მოწერა მაგრად მკიდია მეთქი

მეორე ჩემმა ძმაკაცმა ჩააწერინა, მე არაფერი მაკლდება და იქნებ ამან იხეიროსო.
არც კარტოფილი მიუციათ და არც სურათის გადაღება მოუთხოვიათ.
სადღაც შეიძლება ხდება მასეთები, ნაცების სტილში აწარმოეს წინასაარჩევნო კამპანია, კოორდინატორები, წინასაარჩევნოდ გაჯიგრება და ეგეთები...
მაგრამ მასიურად ეგ სასტავი არ ჩალიჩობდა არანაირ რეალურ ზეწოლას.
This post has been edited by Frankens†ein on 29 Nov 2018, 18:11
Mens sana in corpore sano...