9 Oct 2012, 20:34 #33412617 ბარათი · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
პროგნოზი - უმადური საქმე
თავიდანვე ვიტყვი რომ არ მაქვს პრეტენზია ოქროს ვანგას ლაურეატობაზე.
გამ ო ვ ტ ყ დები, რომ ერთიწლისწინანდელი პროგნოზი არასწორი გავაკეთე - ივანიშვილის ახალ ამობრწყინებისას ვთქვი: მიშა მილიარდერ ქველმოქმედსაც მოუგებს, ამით უძლეველ ავტოკრატად ჩამოყალიბდება და ეს მე სულაც არ მაწყობს მეთქი ( შეგახსენებთ, რომ მე ჩემი რევოლუციის დროს ველოდები) . ვერ გავარტყი, ვერ გამოვიცანი - აკელა პრამახნულსა!
ასე რომ ნუ მიიღებთ ჩემს ამჯერად პროგნოზებს ( თანაც ძირითადად პესიმისტურს) სერიოზულად. ჩათვალეთ შემდგომი მსჯელობის საგნად.
თემაში უკვე ბევრი საინტერესო პროგნოზია, განაგრძეთ.
ფორუმზე დრო ჩქარა გარბის. ვნახავთ ვინ აღმოჩნდება წინგახედული ( და არა მხოლოდ წინდახედული).
ვნახოთ.
სააკაშვილის დაგროვილი მილიარდები სახელმწიფოს 6 თვეს ეყოფა
შემდეგ დაიწყება წუწუნი, რომ სააკაშვილმა მანკიერი სტრუქტურა და ვალები დაახვედერა, რომ ოცნებას უწევს ბრძოლა ბიუჯეტის შესავსებად.
ქურდები დაბრუნდებიან, ითქმება რომ ახლა ისინი ჩვეულებრივი ბიზნესმენები არიან და საკუთარ სამშობლოში ცხოვრების უფლება არ უნდა წავართვათ.
დაგროვდება ბევრი თვალსაჩინო ფაქტი, რომ ბიძინა სახელმწიფო ფულის ხარჯვას ვერ აკონტროლებს, და მთავრობა კორუფციაშია ჩაფლული, ხოლო კორუფციუს დონე სააკაშვილისას მინიმუმ სამჯერ გადააჭარბებს.
მოსახლეობა იმედგაცრუებული იქნება რუსეთისადმი პადლიზა მიდგომით.
რუსეთი დაგპირდება ახალ მეგობრობას აფხაზეთისა და სოსეთის გარეშე, მაგრამ მაგ პარციალურ მეგობრობასაც საქმეში არ გამოავლენს,
რუსეთთან ცალყბა პარტნიორობა ვერ ჩაანაცვლებს ამერიკის ფრთისქვეშ ყოფნას - ბიუჯეტს დაეტყობა პრობლემები.
საგადასახადო მოსაკრებელი სტრუქტურები ვეღარ მიიღებს იმდენივე ფულს, რამდენსაც დღეს ღებულობს.
აღმოჩნდება, რომ ბიზნესის ხელშეწყობა და ყველას თანაბარი პირობები, იმუშავებს მხოლოდ ოცნების მომხრე ბიზნესმენებისთვის.
ხალხი დაემსგავსება ბიძინას, ოღონდ არა ფულით.
ხალხი დაინახავს, რომ რაც მოსწონს ის მიშას დროსაა აწყობილი.
ხალხს ექნება უკმარისობა ახალი მშენებლობების, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების.
ახალი ხელისუფლება მათ ვერ გააკეთებს.
ნატოსთან გაგრზელდება ურთიერთობა ოღონდ ცალყბად.
ხალხი დაინახავს პარალელებს ზვიადის მმართველობასთან.
ტერიტორიულ მთლიანობაზე,
რუსეთისგან ხეირი არ იქნება და ევროპა ამერიკაც გაცივდება.
ბიძინას პიარ აქციებს ექნება მიშას პიარაქციების იაფი სუროგატის ელფერი. ხალხს ის მალე მობეზრდება.
ბიძინას პათეტიკა იქნება გაშაყირებული.
საზოგადოებაში ბევრ საკითხზე იტრიალებს თვალისჩაკცრის ინსტიტუტი. ასე ვთქვათ, ვიგულისხმოთ ისე, რომ არ #მ ო ვტ ყუ უვდეთ - მივიღოთ ის, რაც მიიღო მთავრობამ ჩვენი შემწეობით.
სახელმწიფო პროკურორი გადაიქცევა სახელმწიფო ადვოკატად
პოლიტიკოსთა დაბალი პროფესიონალიზმის შედეგად დაგვეძაბება ურთიერთობები არაქართველებთან.
კრიმინოგენური სიტუაცია გაუარესდება
მსოფლიო რეიტინგებში დავქვეითდებით.
ოპტიმისტური პროგნოზი, რომლის ალბათობასაც ვუშვებ. მაგრამ ნაკლებ ალბათობად მივიჩნევ.
-ბიძინა დახარჯავს თავის ფულს საერთო საქმისთვის
- პროკურორი -ადვოკატი გამარჯვებათა პროპორცია დაუახლოვდება ევროპულს
- ბიზნესის გათავისუფლება ( არ ვიცი რის ხარჯზე, მაგრამ მცირე იმედი მაინც მაქვს)
- კომუნალური გადასახადების, ბენზინის გაიაფება. ავტობუსის, მეტროს გაიაფება, პენსიის ზრდა.
-
თუმცა, ყველაფერ ამ პოპულიზმის გაკეთების საშუალებას ამ მთავრობას ისევდაისევ სააკაშვილის მთავრობის მოგროვილი სარეზერვო თანხა 3 მილიარდი მისცემს.
ლიბერალები შეურაცხყოფილები დარჩებიან და საყვედურებს იტყვიან ახალი ხელისუფლების მიმართ.
ასევე ფანატიკოსი კონსერვატორები იმედგაცრუებულები იქნებიან იმით, რომ ცხოვრება თავისი კალაპოტით მიდის და ხელისუფლება ვერ აბრუნებს საქართველოს მეთვრამეტე საუკუნეში.
რამოდენიმე მინისტრი შეიცვლება და პოსტს პანღურით დატოვებს.
ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებელთა მიმართ გაკეთდება რევერანსები, რომელსაც ექნება ნულოვანი შედეგი.
გაიხსნება რუსული ბაზარი და ხალხს მალე ყელში ამოუვა დაყვედრება, რომ ბაზარი ამ ხელისუფლებამ გახსნა.
ივანიშვილს გამოუჩნდება ისეთი ნაკლი, რომელიც ჯერ არ ვიცით.
ივანიშვილის ნაკლის - პოლიტიკოსის შესაფერისი საუბრის უუნარობა, გამო ბევრჯერ ჩავვარდებით უხერხულ სიტუაციაში.
გვარითა და სახელით გავიცნობთ იმ ადამიანების 30 კაციან პლასტს, რომელიც ბედნიერად იხეირებს ხელისუფლებაში ყოფნით.
( კალაძის მამა, ღარიბაშვილის სიმამრი, ეტქ.).
აღმოვაჩენთ, რომ ახლები არც არაფრით სჯობიან კირკიტაძე, კეზერაშვილ, ახალაია , სამყურაშვილს.
ნატო საფუძვლიანად დაგვიკიდებს და შეინარჩუნებს აქ მხოლოდერთ ერთ ინტერესს - ნავთობსადენს.
არჩევნების შემდეგ დასავლეთი პირნათელი დარჩება საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, თუკი ამ მერყევი ქვეყნისთვის არ მოიმტერებს რუსეთს. და პირიქით, დასავლეთის ხელისუფლები მცდარი და პათეტიური აღმოჩნდება საკუთარი ქვეყნის/ ამომრჩევლის წინაშე, თუკი საქართველოსთვის ზედმეტად გამოიდებს თავს რუსეთის წინააღმდეგ.
ყველაზე პადლიზა პრორუსული პოზიციის გატარებით საქართველო მაქსიმუმ გამორჩება იმას, რომ სპეციალურად შერჩეული კასტრირებული ქართველები დააბრუნონ აფხაზეთსა და ოსეთში, ესეც რუსეთს ჩაეთვლება პლიუსად.
სანამ მიშა პოსტზეა, რუსეთი ვერ გაიხარებს ივანიშვილის ბოდიშით ომის გამო, როგორც კი ხელისუფლება ერთადერთ ძალას, ივანიშვილის ძალას დარჩება, რუსეთის სიხარულს საზღვარი არ ექნება.
საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ რუსეთში ფეიერვერკებს ისვრიან.
ქართველი ერი დაინახავს, რომ მოიგო წვრილმანი და წააგო მთავარი - ღირსება, პერსპექტივა, გეოპოლიტიკური კოზირი, განვითარებული მსოფლიოს გულშემატკივრობა.
ეს საქართველოსთვის, ბრძენი ქართველი ერისთვის ძალიან მძიმე იქნება.
აღმოჩნდება რომ გვიანია რამე გამოასწორო და გატეხილ ვარცლთან საკუთარი მაქსიმალიზმის და ჭინჭყლობის შედეგად მოხვდა.
ოთხი წლის შემდეგ სააკაშვილი ტრიუმფით დაბრუნდება ხელისუფლების სათავეში, მას ეყოლება ზომიერი ძალის მქონე ოპოზიცია, რაც საქართველოს უკეთესს გახდის, ვიდრე დღემდე იყო.
080808 ომმა გაგვათავისუფლა ერთ დღეში ომის დაწყების მზადყოფნის ფსიქოლოგიური და ფიზიკური მზადყოფნისაგან, რომელშიც ვიყავით 93წლის შემდეგ. დღევანდელი ხელისუფლება იბარებს ომისშემსგომ ომით მიღწეულ ბევრ კოზირს, იმედია სრულად არ გაფლანგავს ( თუმცა, ამ წინაპირობებში ხელისუფლების შეცვლა უკვე ნიშნავს იმ კოზირთაგან უდიდესის დათმობას).
ახალი ხელისუფლება ვერ მოახერხებს ამ კოზირის დაბრუნებას, სხვები მაინც არ გაფლანგოს.
პენსიები უმნიშვნელოდ გაიზრდება და ვერ გადააჭარბებს მიშას შეპირებულ 160 ლარს.
ერთ წელიწადში ივანიშვილისათვის ხმის მიმცემ ელექტორატში ფორმირდება ოპოზიციური კრიტიკული მასა.
ზოგიერთ საგარეო საკითხში ნაციონალები, რესპუბლიკელები და მეოცნებე დიპლომატები შეიძლება დაუპირისპირდნენ დანარჩენ ზვიადისტურ-პრორუსულ ოცნებას.
........
დადე პროგნოზი 9 Oct 2012, 20:34 #33412617 ბარათი · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
პროგნოზი - უმადური საქმე
არჩევნებიდან 1 კვირაშია დაწერილი.
* * *
xnieriტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!