რაღაც ბრიყვულ ზედაპირულ არაფრისმომცემ ბლაბლაბლა გაცვეთილთემებიან ნახევარსაათიან ვიდეოს ვუყურო გაფაციცებით და გაყურსულმა სრული დაკვირვებით?

პ.ს.რუსეთს მოთხოვეთ ახლა,ჩვენს შევიწროებას და ჩაგვრას თავი დაანებოს და გაგვშორდეს ასე უბრალოდ.
ქვემოთ ახლა თემა გავჩითე ფლორა და ფაუნის განყოფილებაში გაუხსნია მავანს
გველი მინდა სახლში შინაურ ცხოველად და რა ვქნა,სად ვიშოვოო...
ერთხელ ძაან მაგარი ხვლიკი ვიპოვე ისეთი ლამაზი,კოხტა,უცნაური შეფერილობის მქონე, ერთი 20სმ იქნებოდა ძაან მინდოდა წამოყვანა სახლში და ჩამესვა სადმე დიდ ქილაში ან რამეში და მყოლოდა,16 წლის ვიქნებოდი...მაგრამ რა უნდა ბინაში ჩაკეტილს ხვლიკს,მოვწვი მაგდენი, მივხვდი,რომ მცდარი და ბოროტი საქციელი იქნებოდა...2012 წლის ივნისში კი ჭოტს მანქანამ დაარტყა ღამე მოვდიოდი სავალი ნაწილის გვერდით და ეგრევე იმწამსვე თითქმის ხმა გავიგე მანქანა რაღაცას როგორ დაეჯახა მძიმედ და ამ საწყალი დაუძლურებული ჭოტის განწირული ჭყავილი თუ ჩხავილი...წამოვიყვანე სახლში, ვაჭამე,თათი გადავუხვიესავით,წყალი დავალევინე,ჰაერისკენაც მყავდა და მერე მეორე დღეს ზოოპარკში წავიყვანეთ.