#52130744 · 6 Feb 2018, 16:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Ninelku
QUOTE | მე კი, სწორედ გულწრფელობას ვერ ვხედავ მათ სიტყვებში. თითქოს უნიჭო სცენარისტის დაწერილ ტექსტს და უნიჭო რეჟისორის დადგმული სპექტაკლის გმირებს ახმოვანებენ. |
არ ვიცი, სუბიექტური აღქმის ამბავია შეიძლება იმიტომ, რომ ასეთი ტიპის, ამ მიმართულების აქტივიზმი, იმდენად უცხოა ჩვენთვის და არადამახასიათებელი, რომ ხელოვნურადაც აღიქმება. ზოგადად, ჩვენთვის, ჩვენი ისტორიული გამოცდილების, სოციალური ყოფის, კულტურისთვის, ძალიან ბევრი რამეა უცხო. ჩვენ დიდხანს ვიყავით იმ პროცესებს მოწყვეტილი, რისკენაც, დეკლარირებულად მაინც ვისწრაფით. თუ მიგვაჩნია რომ ბევრი რამე გვაქვს გასაზიარებელი, მაშინ ასეთი ახლგაზრდები არიან ის თაობა, რომელიც ამ ყველაფრის გამტარი უნდა გახდეს
|