#52125254 · 5 Feb 2018, 20:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Marschner
| QUOTE | | კეთილი და ბოროტი სული არ არსებობს |
"სულო ბოროტო, ვინ მოგიხმო ჩემად წინამძღვრად?"  გინახავს ან ერთი ან მეორე? რომ გენახა აღარ იტყოდი არ არსებობსო. მაგრამ თუ არ გინახავს ავტომატურად ნიშნავს რომ არ არსებობს?  | QUOTE | | ადამიანი ბოროტი სულით კი არ იბადება. )) |
სწორედ ასეა! გარემოებები კი ავლენენ თუ მასში პროცენტულად რამდენია ბოროტება (ანუ ავადმყოფობა) და რა პროცენტითაა კეთილი ( ჯანმრთელი ). თუ ამ ლოგიკას პირუთვნელად გავყვებით, დავინახვთ რომ აბსოლუტურად მართალი იყო ნოვალისი, როცა თავისი ღრმა ინტუიტური წვდომით დაასკვნა რომ "ჯანმრთელი - ესაა იდეალური ავადმყოფი"! დიახ! ჯანმრთელი არავინაა. ადამიანი იბადება ავადმყოფი, და ავადმყოფობას ის სიკვდილთან მიჰყავს. | QUOTE | ყველა ადამიანის გატეხვა შეიძლება. უბრალოდ ზოგს უფრო მეტის ატანა შეუძლია, ზოგს კი - ნაკლების. უბრალოდ არსებობენ სუსტი და ძლიერი ნებისყოფის ადამიანები. ))
|
გატეხვა შეიძლება, მაგრამ ბოროტად გადაქცევა, ანუ მორალის გადაკეთება -არა!
არმეძებო
| QUOTE | | ქრისტიანული გადასახედიდან მასეა,მ |
 ყოფიერების პრინციპიდანაა ასე. იმ ყოფიერების, რომელშიც ჩვენ შევიგრძნობთ და შევიცნობთ სიცოცხლეს, როგორც - ცნობიერების ფორმას! | QUOTE | | რეალობაში ან ქრისტიანული მორალიდან დაცლილ ყოფიერებაში სასტიკი და გულქვა ადამიანი სულაც არაა უბედური, |
 თვითონ რომ არ (ვერ) აცნობიერებს, არ ნიშნავს რომ უბედური ( და უბადრუკი) არ არის. | QUOTE | | უბედურება კი არ მოაქვს მიზანდასახულად აღწევს წარმატებებს, |
"წარმატებებს" სხვების უბედურების ხარჯზე რომ აღწევს ,სწორედ ამით მოაქვს და ეგაა უბედურება. "წარმატებული ბიზნესი" სხვანაირად არ არსებობს. ეს აქსიომაა, თუ კამუფლაჟს მოაშორებთ და პირდაპირ შეხედავთ სისტემას. AraGviani This post has been edited by annavita on 5 Feb 2018, 20:30
--------------------
თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში. (c) დათიკო
|