ის რომ საბჭოთა ფილმები ჩვენს მენტალიტეტზე და ყოველდღიურობაზე იყო მორგებული, გაცილებით სანახავს ხდიდა ჩვენთვის.
კინემატოგრაფია მართლაც მაღალ დონეზე იყო. რამოდენიმე კარგი კომედია, რამოდენიმე კარგი რომ კომი (მოსკოვს რო არ სჯერა), არტ ჰაუზი , ფანტასტიკა, ეპოსები. აი ტრილერებს და დეტექტივებს ვერ ქაჩავდნენ, თუმცა ეგ ხო ბინძური კაპიტალისტების გართობა იყო.
ამ ფილმებზე გავიზარდე და ბევრი მიყვარს. ჯენტლმენი უდაჩი ალბათ ტოპ კომედიაა ჩემთვის.
ტარკოვსვსკის სოლიარისი და სტალკერი (სარკეც და რუბლიოვიც პრინციპში) ისეთი ფილმებია რომ კოსმოსში უნდა გააგზავნო, რომ ადამიანური კულტურა შეისწავლონ სხვა ცივილიზაციებმა. უკვდავი ფილმები.
ძალიან საინტერესო ფილმია კალატოზიშვილის "მე, კუბა". კომუნისტური პროპაგანდა, რომელიც თავის დროზე საბჭოთა კავშირშიც დაიწუნეს და კუბაშიც. არადა გენიალური ფილმია.
იმაშიც დაგეთანხმებით რომ საბჭოთა კინოები ცოტა ანდერ-რეტიდ არის მსოფლიოში. მაგრამ ამერიკასაც ჰყავდა თავისი კუბრიკები და ჰიჩკოკები და ქალიშვილები ჯაზში. იაპონია თავისი კურასავა, ოზუ, მიზოგუჩით. იტალიაზე და ნეორეალიზმზე არაფერი რო ვთქვათ. ფრანგების ახალი ტალღა ტრიუფო, გოდარით. სკანდინავიელები დრაიერით და ბერგმანით. და ბევრი კიდევ.
აი თანამედროვე ახალ ამერიკულ ფილმებს რატომ უნდა შეადარო? მითუმეტეს რო თანამედროვე რუსეთი მხოლოდ მძღნერს იღებს ზვიაგინცევის გამონათებების გამოკლებით. როდესაც თანამედროვე ჰოლივუდმა გადაიღო გენიალური ფილმები: ფავნის ლაბირინთი, მალჰოლანდ დრაივი, იქ იქნება სისხლი, ბრწყინვალე გონების მუდმივი ნათება, სათამაშოების ისტორია, უოლლ ე, ყმაწვილობა, ინსაიდ აუთ, გიჟი მაქსი, ლლიუნ დეივისი, 40 წლის ვაჟიშვილი და სხვა?
მარაზმია მსგავსი შედარებები.