დემირელის კოლეჯის დახურვა ერთერთი ყველაზე სამარცხვინო გადაწყვეტილებაა, რაც ამ მთავრობას მიუღია.
კოლეჯი დაარსდა 1993 წელს. იმ პერიოდში ბავშვების უმეტესობას კომპიუტერი მხოლოდ ტელევიზორში ქონდა ნანახი, აქ კი პროგრამირება ისწავლებოდა.
ფიზიკა,მათემატიკა, ინფორმატიკაში საქართველოს საოლიმპიადო ნაკრები ჩვენი სკოლელებით იყო დაკომპლექტებული.
კოლეჯში მოხვედრა მხოლოდ კონკურსის წესით ხდებოდა მეშვიდე კლასიდან.
გადასახადის დიდ ნაწილზე შეღავათი იყო თუ კარგად სწავლობდი. (თითქმის ყველა კარგად სწავლობდა. უკლებლივ ყველა ჩემმა კლასელმა ოქროს მედალზე დაამთავრა) იშვიათ გამონაკლისებს, ვინც არ სწავლობდა და ყოფაქცევა არ უვარგოდა – რიცხავდნენ.
ხოლო წარჩინებული ბავშვები რომელთა ოჯახებს გადასახადის გადახდა არ შეეძლოთ, სრულიად უფასოდ სწავლობდნენ.
კოლეჯში იყო ყოველდღიური უფასო კვება;
რეგიონებიდან ჩამოსული მოსწავლეებისთვის საცხოვრებელი ადგილი;
თბილისელებისთვის სასკოლო ტრანსპორტი.
კოლეჯის ადმინისტრაცია ყველანაირად გვეხმარებოდა მოსწავლეებს. საკმარისი იყო შენში რაიმე მონდომება ეპოვათ – თან გადაგყვებოდნენ.
ამ სკოლამ გაზარდა უამრავი ღირსეული საქართველოს მოქალაქე. მე ვისაც ვიცნობ, არავინ არაა პარაზიტად სახემწიფო სტრუქტურებში, კერძო სექტორში არიან და ეკონომიკურ და ინტელექტუალურ დოვლათს ქმნიან. ბევრი საზღვარგარეთაც საქმიანობს სხვადასხვა სფეროში. მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში კითხულობენ ლექციებს.
ზაზა ფაჩულიაც ჩვენი სკოლელი იყო. როცა დირექციამ შეატყო რომ მონდომება და ნიჭი არ აკლდა და ოჯახს საშუალება არ ქონდა მის სპორტულ კარიერაზე ეზრუნა, სრულად დაუფინანსა სწავლება და ცხოვრება თურქეთში. ჩარიცხეს კლუბში და ყველაფერში ხელი შეუწყვეს.
ინტერვიუს ვერ ნახავთ, სადაც მისი კარიერის გახსენებისას ზაზა დემირელის კოლეჯს არ უმადლოდეს ყველაფერში.
უამრავი ასეთი მაგალითია კიდევ, უბრალოდ მათი სახელები ცოტას თუ ეცოდინება.
სკოლის დამთავრებისას, თუ საზღვარგარეთ წახვიდოდი სასწავლებლად, მცირეოდენი სტიპენდიაც გენიშნებოდა.
ტექნიკურ საგნებს (ქიმია,ფიზიკა,ბიოლოგია,მათემატიკა,ინფორმატიკა) ინგლისურ ენაზე ვწავლობდით თავიდანვე.
ტექნიკური საგნების მასწავლებელთა ნაწილი თურქეთიდან იყვნენ. მათ განსაკუთრებულად მეგობრული დამოკიდებულება ქონდათ ჩვენდამი. ზოგი მათგანი სკოლის შენობაშივე ცხოვრობდა და სიამოვნებით გვიტარებდნენ დამატებით გაკვეთილებს. ხშრად თვითონ იყვენენ ამის ინიციატორები.
დავდიოდით ერთად ექსკურსიებზე. ჩვენთან ერთად შემოდიოდნენ ტაძრებში. ყოველ მათ მოქმედებაში ვგრძნობდით, რომ პატივს ცემდნენ ჩვენს ტრადიციებს და რელიგიას.
ვთამაშობდით ფეხბურთს და კალათბურთს. ქაუნთერსაც :დ
ყოველ დილას, გაკვეთილების დაწყებამდე, ყველანი ერთად ვმღეროდით საქართველოს ჰიმნს.
სრული სისულელე და ბოდვაა ის, რომ, თითქოს რამენაირად აქ ხდებოდა ჩვენი "ზომბირება".
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დემირელი 1993–2011 წლებში საუკეთესო სკოლა იყო საქართველოში.
2011–ში ჩემმა ძმამ დაამთავრა, მე უკვე საზღვარგარეთ ვიყავი და ამიტომ ვერ დავიწყებ იმის მტკიცებას, თუ როგორი სიტუაცია იყო მას შემდეგ.
სანამ დემირელის კოლეჯს აუგად მოიხსენიებდეთ და ჩვენს სამარცხვინო მთავრობას ნისკარტს გამოუწმენდდეთ, გაეცანით მაინც მცირეოდენ ინფორმაციას.
პ.ს. ერდორანს ჩვენი სკოლის გუნდი (პირადად მეც) არაერთხელ ყავს დაჯილდოებული ოლიმპიადაზე მოპოვებული წარმატებისთვის (მაშინ როცა თურქეთში გაიმართა) და ჩვენდამი საქებარი სიტყვებითაც მომისმენია მისი გამოსვლა.
ახლა როცა გამოისლამისტდა და გიულენს წააყარა (ვაფშე არ ვიცი ვინაა, თვალით არ გვინახავს არავის), ამ ფარჩაკებს კოლეჯი დაახურინა, ბათუმის ფილიალიც დაახურინა და დირექციის ექსტრადირებასაც თხოვს
Poker is a lot like sex. Everyone thinks they are the best, but most don’t have a clue what they are doing.
ჩერეზ შეყვარებული ©