1 თავდაპირველაღ ღმერთმა შექმნა ცა და მიწა.
2 მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ.
3 თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი.
4 და ნახა ღმერთმა, რომ ნათელი კარგი იყო, და გაჰყარა ღმერთმა ნათელი და ბნელი.
5 ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე. იყო საღამო, იყო დილა - პირველი დღე.
6 თქვა ღმერთმა: იყოს წყალთა შორის
მყარი და გაჰყაროს წყლები.
7 გააჩინა ღმერთმა
მყარი და გაჰყარა ერთმანეთისგან წყალი, რომელიც არის
მყარს ქვემოთ, და წყალი, რომელიც არის
მყარს ზემოთ. და იქმნა ასე
8
მყარს ღმერთმა უწოდა ცა. იყო საღამო, იყო დილა - მეორე დღე.
9 თქვა ღმერთმა: შეგროვდეს ერთგან ცისქვეშეთის წყალი და გამოჩნდეს ხმელეთი. და იქმნა ასე.
10 ხმელეთს ღმერთმა უწოდა მიწა და შეგროვილ წყალს უწოდა ზღვა. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
11 თქვა ღმერთმა: აღმოაცენოს მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი, თესლოვანი ნაყოფის მომტანი მიწაზე თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე.
12 წარმოშვა მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი თავისი გვარისდა მიხედვით, და ხე, თესლოვანი ნაყოფის მომტანი, თავისი გვარისდა მიხედვით.
13 იყო საღამო, იყო დილა - მესამე დღე.
14 თქვა ღმერთმა: იყოს მნათობები ცის
მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დროჟამის აღმნიშვნელად - დღეებისა და წელიწადებისა;
15 იყვნენ მანათობლებად ცის
მყარზე რომ გაანათონ მიწა. და იქმნა ასე.
16 გააჩინა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი, - დიდი მნათობი დღის განმგებლად და მცირე მნათობი ღამის განმგებლად - და ვარსკვლავები.
17 დასხა ისინი ღმერთმა ცის
მყარზე, რომ გაენათებინათ მიწა,
18 განეგოთ დღე და ღამე, გაეყარათ ნათელი და ბნელი. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
მე მორწმუნეების აზრი მაინტერესებს, რა არის მოხსენიებული "მყარად" ცად როა წოდებული, ის გამჭირვალე გუმბათი ხო არა?
პირდაპირ წერია, რომ ღმერთმა ჯერ მიწა შექმნა, წყალი შექმნა, ცა შექმნა, მყარი შექმნა(გუმბათი), და მხოლოდ სადღაც შემდგომ შექმნა მზე, მთვარე და ვარსკვლავები.
რო კითხო მორწმუნეები არიან და ამ დროს ბიბლიის არ სჯერავთ
მე იმიტომაც დავწერე იმ დღეს, ვისაც სჯერავს ჰელიოცენტრული მოდელის ბრმად და მას არ უჩნდება კითხვები და ეჭვები, ის ვერ იქნება მორწმუნე, ის გამოდის ფანატიკოსი, ვიღაცეების მიერ დაბოლილი ფანატიკოსი და არა ჭეშმარიტების მძებნელი მორწმუნე.
ვინაიდან ბიბლია პირდაპირ ამბობს რომ მზე შეიქმნა სადღაც ბოლოს და როგორ უნდა იტრიალოს დედამიწამ მერე შექმნილი მზის გარშემო
არანაირად არ ჯდება, ან მორჩით ფარისევლობას, ან გაახილეთ თვალები და გაანძრიეთ გონება, აფსურდის თეატრია რაც ეხლა ხდება
WOODOOWვახ კცო, ამაზე საინტერესოს რას უნდა დაუთმო დრო?
რატო არ უნდა გადაამოწმო? რა გადაამოწმე და რა არ დაემთხვა?
თქვენ ბიძია ზარმაცები იყოთ, სხვისი რა ბრალია
აშკარარა გიროსკოპზე თუ ძმა ხარ, ხალხი ელემენტარულს ვერ ხვდება, აქ რო გიროსკოპი ვახსენო, კიდევ უფრო დაჭყიტავენ ისედაც დაჭყეტილ თვალებს, არც ეცოდინებათ რა არის, შენი ჩათვლით
This post has been edited by tb-seli on 10 Feb 2018, 22:36